fbpx

საუკეთესო შანსი დიზაინერებისთვის: A’ Design Awards საერთაშორისო კონკურსი


გააზიარე სტატია


თუ თქვენი დიზაინერული ნამუშევრების გლობალურ აუდიტორიასთან წარდგენა გსურთ, დროა A ‘Design Award-ის  საერთაშორისო კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა. კონკურსი შეიქმნა იმისთვის, რომ ხაზი გაესვას და წარმოჩინდეს სხვადასხვა დიზაინის დარგებში შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები.

სხვა კონკურსებსა და დაჯილდოებებს შორის A ‘Design Award განსაკუთრებული მასშტაბით, 100-ზე მეტი კატეგორიით გამოირჩევა, მათ შორისაა:  არქიტექტურის, შენობისა და სტრუქტურის დიზაინი,  ინტერიერისა და გამოფენის დიზაინი, ლანდშაფტის დაგეგმვა და ბაღის დიზაინი, ურბანული დაგეგმვა და ურბანული დიზაინი, ინჟინერია, მშენებლობა და ინფრასტრუქტურის დიზაინი. უფრო ფართო კატეგორიები მოიცავს ინდუსტრიულ, პროდუქტისა და არქიტექტურის დიზაინებს.  

ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს მასშტაბით ასობით ექსპერტი იქნება,  მათ შორის მეცნიერები, პროფესიონალები და მედიის წარმომადგენლები. სხვა კონკურსებისგან განსხვავებით ნამუშევრები Peer review, ანუ მსგავსი კომპეტენციის მქონე ადამიანების მიერ შეფასდება  და ანონიმური იქნება.  

ჟიურის თითოეულ წევრს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ქცევის კოდექსის დაცვა ევალება. გარდა ამისა,  ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მონაწილე კომპანიების თანამშრომლები შემფასებლები ვერ იქნებიან.  ეს სისტემა ბევრად უფრო სამართლიანია, რადგან თითოეული მონაწილე თანაბარ პირობებში იქნება.

განაცხადის შეტანა  2020 წლის 28 თებერვლამდე შეგიძლიათ, გამარჯვებულები კი 2020 წლის 15 აპრილს გამოვლინდებიან. 

იხილეთ წინა წლის გამარჯვებული ნამუშევრები: 

ორიგინალი: https://www.archdaily.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.