ქართველი მხატვრის ნამუშევრები პარიზში მოდილიანთან ერთად გამოიფინება
გააზიარე სტატია
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ელენე შატბერაშვილის ნამუშევრები პარიზში, Tajan the Gallery-ში გამოიფინება.
„Portraits Forever“ — არის გამოფენა, სადაც ძველი და თანამედროვე ხელოვანების შემოქმედება ერთად იყრის თავს.
აღსანიშნავია, რომ ელენეს ნახატებთან ერთად დამთვალიერებელი ამადეო მოდილიანის მე-19 საუკუნეში შესრულებულ ნამუშევრებსაც იხილავს.
ქართველი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება Tajan the Gallery-ში ნებისმიერ მსურველს, 25 თებერვალს შეეძლება.