fbpx

აქვს თუ არა ყველა ადამიანს შინაგანი მონოლოგი?


გააზიარე სტატია

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც საკუთარ თავთან საუბრობთ, ოღონდ მხოლოდ გონებრივად? თუ ასეა, მაშინ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომელთაც ე.წ. შინაგანი ხმა აქვთ. ამ ტექსტის წაკითხვის დროსაც, ალბათ ამ ხმას უსმენთ, რომელიც ტექსტურ მასალას “მოგითხრობთ”. უცნაურია, მაგრამ არსებობენ ისეთი პიროვნებებიც, რომელთაც შინაგანი დიალოგი არასდროს გამოუცდიათ. 

ამ ფაქტის გავრცელებამ ინტერნეტსივრცეში ძლიერი რეაქციები გამოიწვია. ადამიანებმა დაიწყეს მონეტის მეორე მხარეზე ფიქრი –  როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება შინაგანი მონოლოგის გარეშე. თავად ფენომენს მეცნიერები წლების განმავლობაში განიხილავენ. 

ფსიქოლოგებმა შინაგანი მეტყველების ფუნქციაზე დაკვირვება 1930-იან წლებში დაიწყეს. თავდაპირველად რუსმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ განაცხადა, რომ გარეგანი საუბარი შეიძლება შინაგანად იქცეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის შემოკლებულია. ეს ფუნქცია თავის ტვინის ბროკას არეალშია “განთავსებული”, რომელიც მეტყველებასთანაა დაკავშირებული.

”დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანი დიალოგი ძლიერი ფენომენია. თუ სწორ მეთოდს გამოიყენებთ, ეჭვი არ შეგეპარებათ კონკრეტული მომენტისას მის მოქმედებაში”, – წერს რასელ ტ. ჰურბურტი, ნევადის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. ”და მე დარწმუნებული ვარ ინდივიდუალური განსხვავებების შესახებ. ზოგიერთი საკუთარ თავთან ბევრს ლაპარაკობს. ზოგი არასდროს, სხვები კი – იშვიათად.”

განსაკუთრებით საინტერესოა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა: ვიზუალური და ვერბალური აზროვნება ერთმანეთთან ძლიერადაა დაკავშირებული. სინამდვილეში, შინაგანი მონოლოგის მქონე ადამიანებს აქვთ უფრო ძლიერი გონებრივი ვიზუალური აზროვნება, რომელიც თან ახლავს მათ ფიქრებს.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.