fbpx

NASA ასტრონავტების მარსზე გაშვებას 2030 წელს გეგმავს: როგორ დაამყარებენ კომუნიკაციას მათთან?


გააზიარე სტატია

 

მას შემდეგ, რაც NASA-მ 1958 წელს “Explorer 1” სატელიტი გაუშვა, ის მილიონი და მილიარდი მილის დაშორებაზე კომუნიკაციისთვის ძირითადად რადიოტალღებს ეყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, ადამიანის მიერ მართვადი მისიებისთვის საკომუნიკაციო სისტემები განახლებას საჭიროებს.

Deep Space Network (DSN) კოსმოსური ხომალდების საკომუნიკაციო ობიექტების მსოფლიო ქსელია, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში (კალიფორნია), ესპანეთში (მადრიდი) და ავსტრალიაში (კანბერა). NASA დედამიწასთან კომუნიკაციისთვის თეფშის ფორმის სატელიტს გამოიყენებს (ე.წ dish) – ის სარკეებით იქნება აღჭურვილი და ასევე სპეციალური “მიმღებით”, რომელიც გაუშვებს და მიიღებს ლაზერულ სხივებს კოსმოსიდან.

ახალი “ანტენა”,  სახელწოდებით Deep Space Station-23 (DSS-23), უფრო სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის ნაწილია, რადგან NASA მთვარეზე დაბრუნებას  2024 წლისთვის აპირებს, ხოლო 2030 წლების შუა პერიოდში კი მარსზე ადამიანების მონაწილეობით პირველ მისიას გეგმავს. მიუხედავად 40 მილიონი მილით დაშორებისა, ლაზერები მომავალ მარსიანელ ასტრონავტებს დედამიწასთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

34-მეტრიანი “თეფშის” მშენებლობა გასულ კვირას გოლდსტონში, კალიფორნიაში დაიწყო. ის  DSN ანტენის წყობის მხოლოდ ერთი ნაწილია 13-დან. ორი მსგავსი ანტენა მადრიდსა და ესპანეთშიც იგება.

”DSN  დედამიწის ერთი სატელეფონო ხაზია ჩვენს ორ “Voyager” ხომალდთან  – ისინი ვარსკვლავთშორის სივრცეში მოგზაურობენ – New Horizons კოსმოსური ხომალდი კი  ახლა პლუტონისგან შორსაა. ”რაც უფრო მეტს ვიკვლევთ, მით უფრო მეტ ანტენა გვჭირდება მისიისთვის”,  – განაცხადა ლარი ჯეიმსმა, NASA-ს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ.

ნასამ  DSN ანტენას კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისთვის 1960-იანი წლებიდან იყენებს, სიგნალებს კი დღეში საშუალოდ 30 ხომალდთან უშვებს.  

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რადიოტალღები კარგად მუშაობს, მათ სერიოზული შეზღუდვები აქვთ. რადიოტალღები გრძელ დისტანციებზე სუსტდება და შეზღუდული ქმედუნარიანობა აქვს, ლაზერები კი (ინფრაწითელი შუქის სხივები) ბევრად უფრო დიდ მანძილზე მოგზაურობენ სივრცეში.

 

ორიგინალი: https://www.inverse.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.