fbpx

დღეს ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი 33ა-ს კონცერტი გაიმართება


გააზიარე სტატია

დღეს, 21 თებერვალს, Silk Factory Studio-ში “ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა” კონცერტს ჩაატარებენ. ღონისძიება საღამოს, 20:00 სთ-ზე დაიწყება და მთელი საღამოს განმავლობაში გაგრძელდება.

კონცერტზე ნაცნობ სიმღერებთან ერთად შესრულდება ნიაზის მუსიკალური კარიერის დასაწყისში შექმნილი არაერთი ნაწარმოები, მათ შორის სხვადასხვა ცნობილი ფილმების საუნდტრეკები. მსმენელი მის ახალ ნაწარმოებებსაც უნდა ელოდოს, რაც კიდევ უფრო ზრდის მოლოდინს კონცერტის მიმართ.

ნიაზ დიასამიძემ მუსიკასთან ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან მალევე მეზობელ მუსიკოსებთან ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. მის კარიერაში მას არაერთი ფილმისთვის შეუქმნია საუნდტრეკები და აქვს ათობით საავტორო ნაწარმოები შექმნილი. გარდა ამისა, ნიაზ დიასამიძე არის ცნობილი ფესტივალის არტ გენის თანადამაარსებელი.

 

21 თებერვალს, ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა კონცერტს გამართავს 🎼

21 თებერვალს, ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა კონცერტს გამართავს 🎼 | ნახეთ, როგორ ემზადებიან მუსიკოსები მსმენელთან შესახვედრად 🤗

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Samstag, 15. Februar 2020

 

ნიაზის მსმენელისთვის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან კონცერტის შემდეგ სცენას დაიკავებს DJ Diassamidze. მან მუსიკის შექმნა ორი წლის წინ დაიწყო და უპირატესობას House music-ს და drum and basse-ს ანიჭებს. ეს მისთვის დიდ სცენაზე სადებიუტო გამოსვლა იქნება, მამის გვერდით. ღონიძიებას 1500 ადამიანი დაესწრება.

კონცერტის ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეგიძლიათ, ამისათვის კი საჭიროა ამ ლინკზე გადახვიდეთ.

ნიაზ დიასამიძე და 33ა-ს კონცერტის ორგანიზატორი Colorroom და Visa არიან. Colorroom-ი არის სტარტაპ კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ქართველი და უცხოელი არტისტების მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაზე.

1,431 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.