fbpx

დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე „Cinema Du Reel- Paris DOC” ქეთი მაჭავარიანის „მზიური“ მოხვდა


გააზიარე სტატია


ქართველი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის ახალი ნამუშევარი CinéDOC-Tbilisi-სთან თანამშრომლობით, დოკუმენტური ფილმების პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა როცა ქართული ფილმი ამ ფესტივალის მიერ შეირჩა .

„Paris DOC”-სთვის, რომელიც პარიზის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ნაწილია, სულ რვა პროექტი შეარჩიეს მთელი მსოფლიოდან და სწორედ მათ შორის მოხვდა მაჭავარიანის „მზიური“.

„ვინაიდან, ფილმს საკმაოდ მცირე ბიუჯეტი ჰქონდა, მის გადაღებას ვერ მოვახერხებდი, რომ არა გიო შველიძე, ლევან კოღუაშვილი, გოგლიკა გოგოლაძე, გიგი სამსონაძე, გიორგი ფაილოძე, თამთა მანძულაშვილი და ლევან ბუთხუზი“, — ამბობს ქეთი მაჭავარიანი AT.ge-სთან საუბრისას.

რეჟისორის თქმით, ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ქალაქში გადაადგილდება და ადამიანებს სახლებში სოციოლოგიურ კვლევების ჩასატარებლად სტუმრობს. ეს ყველაფერი კი მაყურებელს საშუალებას აძლევს, თბილისის ბინებში „შევიდეს“ და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების, საინტერესო ცხოვრება ნახოს.

ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი ცისანა ხუნდაძეა და Terra Incognita Films- ნატო სიხარულიაძეა. პროექტი 2018 წელს, ფესტივალის „CinéDOC-Tbilisi“ ფარგლებში არსებულ Civil Pitch-ზე მოგებული ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაარსებული ფულადი პრიზით განხორციელდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.