fbpx

წვიმის სუნი სტრესს ამცირებს


გააზიარე სტატია

ზოგიერთ ადამიანს წვიმის ხმა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, რომანტიკულად და დამამშვიდებლად ეჩვენება, ზოგიერთს კი უბრალოდ, წვიმის სურნელი მოსწონს. წვიმაში სეირნობა შესაძლოა სამკურნალო გამოცდილებადაც

იქცეს, რადგანაც ეს პროცესი გონებას ამშვიდებს და დათრგუნულ აზრებსა და ემოციებს ათავისუფლებს.

წვიმის სუნს სპეციალური სახელი “პეტრიკორი” ორმა ავსტრალიერმა მეცნიერმა  1960-იან წლებში უწოდა.

სურნელი ქიმიური ელემენტების ნაკრებია, რომელიც ნიადაგზე არსებული ბაქტერიების, მშრალ პერიოდში მცენარეების მიერ  გამოყოფილი ზეთებისა და ოზონისგან იქმნება.


წვიმის სურნელი იდეალურად მოქმედებს მაშინ, როცა სტრესში ხართ, რამეს განიცდით, ან უბრალოდ დრო გჭირდება განსატვირთად და ცხოვრების წამიერი მომენტებით დასატკბობად.


სტრესის დონის შემცირების გარდა, წვიმის სურნელი კიდევ 7 სარგებელს გვთავაზობს:

  •  წვიმის სუნი დაღლილი გონების გადახალისებას უწყობს ხელს
  • წვიმის წყლის ტუტე გარემო არაჩვეულებრივად ატენიანებს თავის კანსა და თმას
  • იაპონელი  მეცნიერების მიხედვით, წვიმიან ამინდში სეირნობისას  უფრო მეტი კალორია იწვება, ვიდრე მშრალ ამინდში. 
  • წვიმის წვეთები მტვერსა და მიკრობებს ყლაპავენ, რის გამოც ჰაერი ამ დროს ძალიან სუფთაა
  • წვიმაში სეირნობა ადამიანს თავს მეამბოხედ აგრძნობინებს, ამიტომ, თუ ოდესმე წესების დარღვევა მოგინდებათ, შეგიძლიათ თამამად გახვიდეთ გარეთ, როცა წვიმს 
  • წვიმაში სეირნობა ადამიანებს ეხმარება პრობლემებს სხვა პერსპექტივიდან შეხედონ
  • ადამიანების უმეტესობა დასველებას თავს არიდებს, არადა წვიმაში   სეირნობისას სივრცეს უკეთ შეიგრძნობთ და თქვენს ემოციებსა და გრძნობებს დიდი გასაქანი ეძლევა. 

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ წვიმის დროს გარეთ გასვლის აღარ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი გეძლევათ.

ორიგინალი:https://gardeningsoul.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.