fbpx

იყიდება ვიქტორიანული სასახლე, რომელიც იდეალურია ვეს ანდერსონის “ადამსების ოჯახის” რიმეიქისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: Franky Knapp

გაეცანით ვიქტორიანული ეპოქის მარგალიტს, რომელიც ჩვენი სიზმრებიდან პირდაპირ კანზასის პატარა ქალაქ აბილინში შეიჭრა. ყვითელი აგურის სასახლეში, რომელიც და 5 სართულითა და 12 ოთახით ამაყობს, ნამდვილად ფანტასტიკის სფეროდანაა, სადაც ადამსების ოჯახი და უეს ანდერსონი ერთმანეთს ხვდებიან. 

ლებოლდის სასახლე, რომელიც 1880 წელს აშენდა, უკვე განახლებულია – ასეთი საოცარი ნაგებობა არც ისე ხშირად იყიდება ხოლმე. რადგანაც სახლის თვალიერების პროცესში ხართ, ისიც იცოდეთ, რომ ამ ადგილას ბევრი ისეთი შპალერია გამოყენებული, რომელიც ოსკარ უაილდს ორჯერ სიკვდილს აიძულებდა.

ლებოლდის იტალიური სასახლე ისტორიული ადგილების ეროვნულ სიაში გვხვდება  და აგენტ ჯონ კოლოფის მიხედვით, კანზასის 8 არქიტექტურული შედევრიდან ერთ-ერთია. “ახლანდელმა მფლობელებმა მაღალი დონის სამზარეულო დაამონტაჟეს, მოსამსახურეთა ოთახი ორთქლის შხაპით განაახლეს, მთელ სახლში შეცვალეს სხვადასხვა დეტალი. შოუს მოკაშკაშე ვარსკვლავი კი იატაკიდან ჭერამდე ხელით მოხატული შპალერია.

უცნაურია, მაგრამ ახალაშენებული სასახლე  თავდაპირველად სულ რაღაც 18 000 დოლარი ღირდა. მეპატრონეები დიდი ხნის განმავლობაში იქ არ ცხოვრობდნენ, 1920-იან წლებში კი სახლში სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მომუშავე ქალების პანსიონი გაიხსნა. შემდეგ ამ ადგილას ბავშვთა თავშესაფარი, საბოლოოდ კი, 1973-დან 2010 წლამდე მუზეუმი მოქმედებდა. 


ახლა კი სასახლე ისევ იყიდება. ვიქტორიანული ავეჯი შესაძლოა ფასს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ისინი ორიგინალური ზედაპირებით, კედლები კი ავთენტური შპალერით გამოირჩევიან.

ახლა შეგიძლიათ ოთახები ყურადღებით დაათვალიეროთ.



ჩვენ არ გვიჩვენებია სასახლის ყველა ნაწილი, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მას აქვს გარაჟი 3 მანქანისთვის, შადრევანი და დიდი ვერანდა. 

სახლის ფასი ამჟამად 429 000 დოლარია.


ორიგინალი:https://www.messynessychic.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.