fbpx

„Friends“ 15-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება


გააზიარე სტატია

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 15-წლიანი პაუზის შემდეგ ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო შოუ „Friends” ბრუნდება. 

სიტკომის ფანებისთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი კი ალბათ ის არის, რომ მთავარ გმირებს ამჯერადაც სრული შემადგენლობით ვიხილავთ. 

ჯერ გარკვეული არ არის მეგობრების ახალი ისტორია ფილმის თუ სერიალის სახით გაგრძელდება, თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ის კვლავ რეიჩელის, როსის, ჩენდლერის, მონიკას, ჯოისა და ფიბის ირგვლივ განვითარდება. 

საკულტო შოუს გაგრძელებას “WarnerMedia”-ს ახალ სტრიმინგ სერვისზე, “HBO max”-ზე ვიხილავთ. 

ამერიკული სატელევიზიო სიტკომი პირველად ეკრანებზე 1994 წლის 22 სექტემბერს გამოჩნდა და 2004 წლამდე მაყურებემლა მისი 236 ეპიზოდი იხილა. 

ორიგინალი: https://www.cbsnews.com/

1,123 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.