fbpx

ცნობილი იუთუბერი ძვირად ღირებული მოგზაურობის ნაცვლად ვიდეოს IKEA-ში იღებდა


გააზიარე სტატია

ხელმისაწვდომი დაბალი ფასების მიღმა არსებობს მიზეზი, რის გამოც მომხმარებლებს “იკეა” იზიდავთ. იკეა – მულტინაციონალური ბრენდია, რომლის სამოღვაწეო პროფილი ავეჯისა და ბინის აქსესუარების დამზადება-გაყიდვას მოიცავს.  

იმერსიულ მაღაზიაში ვიზიტისას, დრო ისე ჩქარა გადის, ვერც კი იაზრებ. აქ მდებარეობს რესტორანიც, რომელიც საუზმეს, ლანჩსა და ვახშამს უზრუნველყოფს. არ აქვს მნიშვნელობა შოპინგზე ვისთან ერთად მიდიხართ, რადგან იკეას იმიტირებული ოთახების ლაბირინთებში სიარული ძალიან სახალისოა. 

მთელი მაღაზია ინსტაგრამ-სამოთხეა, ერთ-ერთი “ინფლუენსერის” ვიზიტმა კი საკმაოდ საინტერესო გაკვეთილი გვასწავლა – ნატალია ტეილორის სიტყვებით, “არ უნდა დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ინსტაგრამზე ხედავთ”.

მან “პატარა ტრიუკი ჩაატარა” და საკუთარი გამომწერები მოატყუა, რომ ბალიზე საოცნებო მდიდრულ მოგზაურობაში იმყოფებოდა, მაშინ როდესაც რეალურად  ის მთელი ამ დროის განმავლობაში შვედეთის ადგილობრივ იკეას მაღაზიაში იღებდა ფოტოებს.  

 

 

“ამ ვიდეოს მთავარი აზრი არის, რომ ვაჩვენო, რამდენად მარტივია ადამიანების მოტყუება და მათი დარწმუნება, რომ შენ ასეთი ხარ, მაშინ როცა არ ხარ. ხალხმაც მაშინვე ყველაფერი დაიჯერა”, – განაცხადა ტეილორმა YouTube-ის ვიდეოში.

ის ადამიანები, რომლებიც ტეილორის ფოტოებს კრიტიკულად ან დიზაინერული თვალით შეხედავდნენ, შეამჩნევდნენ ე.წ. მინიშნებებს, რომლებიც ნატალიამ რამდენიმე სურათში გამიზნულად, ფოტოშოპის გარეშე დატოვა. ეს ერთგვარი გამოცანა იყო ჭკვიანი ადამიანებისთვის. 

რა თქმა უნდა, ზოგი მკითხველი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ უმრავლესობამ კიდევ ერთი გაკვეთილი ისწავლა – ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ხედავ.

 

ორიგინალი: https://ca.news.yahoo.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.