fbpx

ფრანგი არქიტექტორი და ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი იონა ფრიდმანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

 


ავტორი: Christele Harrouk

 

 “სივრცითი ქალაქის” პროექტით ცნობილი არქიტექტორის, იონა ფრიდმანის გარდაცვალება მისმა ინსტაგრამის ანაგარიშმა გვაუწყა. უნგრეთში დაბადებული ფრანგი არქიტექტორი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. 

ფრიდმანის განუმეორებელი ნაშრომი “სივრცითი ქალაქი”, რომელიც 1958 წელს გამოსცა, მაღალ დონეზე სტრუქტურულ ნამუშევარს წარმოადგენდა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა   დიდი კონსტრუქციის საცხოვრებლები აეგოთ. ეს უტოპიური პროექტი არსებული ქალაქების სტრუქტურას განსხვავებულად სახავდა. 

“ლაღი არქიტექტურის” დამცველს ყოველთვის მოსწონდა იდეა, რომ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ გარემოს თვითონ ქმნიდნენ. ამ მიმართულებით მისი უდიდესი “შემოწირულობა” არის პროექტ Ville Spatiale-ის ვიზუალიზაციები. 

არქიტექტურული აზროვნების ფრიდმანისეული მეთოდი  დამახასიათებელი გახდა მისი ეპოქისთვის.

არქიტექტორი  ხშირად საუბრობდა თანამედროვე ქალაქსა და მის გამოწვევებზე. მას ყოველთვის სწამდა, რომ არქიტექტორების პასუხისმგებლობა იყო მოქალაქეებისთვის მოხერხებული სივრცეების შექმნა.


იონა ფრიდმანი მონაწილეობდა უამრავ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორებიცაა ვენეციისა და შანხაის ბიენალეები. არქიტექტორი წარადგენდა ინსტალაციებს უდიდეს მუზეუმებში და კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში – ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.


ორიგინალი: https://www.archdaily.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.