fbpx

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა


გააზიარე სტატია

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გააფრთხილა ამერიკელები კორონავირუსის ეპიდემიის მზადყოფნისთვის, რამაც მნიშვნელოვანი შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა ამგვარი პროგნოზი თეთრმა სახლმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია. აშშ კონგრესს აუწყეს ჯანდაცვის მუშაკებისთვის საჭირო ნიღბების შესაძლო დანაკლისის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია დამძიმდა.

აშშ-ში კორონავირუსის მხოლოდ 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა CDC ვარაუდობს, რომ პათოგენი საბოლოოდ ამერიკაში მაინც გავრცელდება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით ამერიკელები მზად უნდა იყვნენ სკოლების დახურვის, სპორტული თამაშების, კონცერტებისა და ბიზნეს შეხვედრების გაუქმებისთვის იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი აშშ-ში გავრცელდება.

“ჩვენ ვვარაუდობთ [ვირუსის]  ადგილობრივად გავრცელებას,” განუცხადა რეპორტიორებს CDC-ის იმუნიზაციისა და რესპირატორულ დაავადებათა ცენტრის დირექტორმა ნენსი მესონიერმა. “აქ არ დგას საკითხი მოხდება თუ არა ეს, არამედ როდის მოხდება ეს, ზუსტად.”

“ეპიდემია  სწრაფად ვრცელდება და ფართოვდება” განაცხადა მესონიერმა. “ახლა სწორად ის დროა, რომ ბიზნესებმა, სკოლებმა და ჰოსპიტალებმა მომზადება დაიწყონ.” მისი სიტყვებით, ამერიკელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეპიდემია აქამდეც მოაღწევს, და რომ ის საკმაოდ მძიმე იქნება.

გავრცელდა ასევე ინფორმაცია აშშ-ში ეპიდემიის შემთხვევისთვის საჭირო ნიღბების დეფიციტის შესახებ. ჯანდაცვისა და მომსახურების მდივანმა ალექს აზარმა აშშ კონგრესს მოახსენა, რომ ამერიკას აქვს საჭიროზე გაცილებით ნაკლები დამცავი ნიღბები იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. აზარის განცხადებით, აშშ ფლობს დაახლოებით 30  მილიონ დამცავ ნიღაბს N95, რომელსაც ინფექციური ნაწილაკების დაბრკოლება შეუძლია, თუმცა ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ქვეყანას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 300 მილიონი ნიღაბი სჭირდება.

ვირუსთან დაკავშირებული მღელვარების პარალელურად ამერიკის ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა, ხოლო ობლიგაციებისა – გაიზარდა. განსაკუთრებით დიდი ზარალი ნახა ავიახაზების აქციებმა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაში, რამაც გააძლიერა ეპიდემიის გავრცელების შიშები. ირანის წყაროების მიხედვით ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე დიდი დანაკარგია ჩინეთის შემდეგ. ინფიცირებულთა შორის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებიც არიან. ჩინეთის პრეზიდენტმა გადაჭრით განაცხადა, რომ ჩინეთს ვირუსისგან მოყენებული ზიანი მინიმუმამდე დაჰყავს, თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევები აზიის სხვადასხვა კუთხეში მუდმივად ფიქსირდება.

 

ორიგინალი:
https://news.yahoo.com/
https://www.investing.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.