fbpx

ასეთი რა სირთულეები უდგას ექიმთან კონსულტაციაზე წასვლას წინ?


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

 

ალბათ ბევრჯერ გქონია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა პრობლემა იმდენად მწვავე და საგანგაშო არ მოგჩვენებია, რომ ექიმთან კონსულტაციაზე წასულიყავი.

არადა, რამდენი შემთხვევა გაგვიგია, ან გვინახავს როცა დიდი, რთული ამბავი ერთი უმნიშვნელო წუხილით დაწყებულა.

ასეთი რა სირთულეები უდგას ექიმთან კონსულტაციაზე წასვლას წინ?

რამდენიმე ნაცნობი დაბრკოლება:

• არ იცი რომელ ექიმთან მიხვიდე

ექიმთან ურთიერთობის დაწყებამდე იმისთვის, რომ დარწმუნდე ის ის არის და შენ შენ ხარ! მნიშვნელოვანია ერთი-ორი დადებითი რეკომენდაცია მოისმინო. ე.ი. უნდა მიდგე-მოდგე გაიგო შენს გარშემო ვის ქონია მსგავსი წუხილი, მერე მან როგორ აარჩია ექიმი, გაამართლა თუ არა ამ ექიმმა, თუ გაამართლა, რომელ კლინიკაშია, რა ღირს და ა.შ.

• კონსულტაციაზე ჩაწერასაც მოხერხება უნდა

მაშინ როცა იპოვნე ის ერთადერთი, რომლის დასკვნასაც სხვა სამ, სათადარიგო ექიმთან გადასაზუსტებლად არ წაიღებ, კონსულტაციაზე ჩაწერას გადაწყვეტ და ტელეფონს მოიმარჯვებ აღმოაჩენ, რომ ამა წლის ბოლომდე სასურველ ექიმთან ვერ მოხვდები, რადგან ჯერ კიდევ შარშან ჩაწერილი პაციენტების გადარჩენილი ნაწილი ელოდება თავის რიგს.

• გზები სულ და მუდამ გადატვირთულია

თბილისი პატარა ქალაქია, ბევრი ვიწრო ქუჩით, მაღალ-მაღალი კორპუსებით და მრავალმანქანიანი ოჯახებით. კონსულტაციაზე დათქმულ დროს მისასვლელად, თუ კლინიკის კარის მეზობელი არ ხარ, გზასა და მოსალოდნელ საცობებზე მინიმუმ ნახევარი საათი, მაქსიმუმ კი X:X დრო უნდა გაითვალისწინო.

• პარკირების პრობლემა

მიუახლოვდი დათქმულ ადგილს, სრულად დაფარე ეკლიანი გზა კლინიკამდე და ახლა მის გარშემო რამდენიმე წრეზეც უნდა წახვიდე, რადგან პარკირების ადგილი ასე მარტივად ვის მოუკრეფია?!

• მოსაცდელში პაციენტების გრძელი რიგები

და აი მაშინ, როცა მანქანაც დააბინავე, კლინიკაშიც შეხვედი, რეგისტრაციაც გაიარე, რიგის ნომერს გაჩეჩებენ, რადგან წინასწარ ჩაწერილი ხარ თუ არა, ამას არ ქონია მნიშნელობა და საოცნებო ექიმის კაბინეტიდან კლინიკის ეზომდე გაშლილ პაციენტების ჯაჭვს უნდა შეუერთდე.

ამ და სხვა შეფერხებების გადააზრების შემდეგ, ექიმთან არ წასვლის სურვილის, მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ განვმარტავთ.

REDMED-ით კი ექიმის არჩევა მარტივია, შეგიძლია გაეცნო ინფორმაციას მისი განათლებისა და სტაჟის შესახებ, წაიკითხო სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებები. შეარჩიო მომსახურების ხელსაყრელი დრო და ამგვარად მიიღო ექიმისგან ვიდეო/აუდიო რჩევა, ან შენთან სახლში გამოიძახო.

გადმოწერე აპლიკაცია და გაიმარტივე ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

769 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.