fbpx

თაგვების ჩხუბი მეტროში და ველური ბუნების ფოტოგრაფის სხვა გამორჩეული ნამუშევრები


გააზიარე სტატია

 

თაგვების ჩხუბის სურათიდან დაწყებული, იმ  ორანგუტანგით დამთავრებული, რომელიც რინგის მოედანზე ისვენებს – წარმოგიდგენთ “ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის” ველური ბუნების ფოტოკონკურსის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

სემ როულმა ლონდონის მეტროში ორი პატარა თაგვი დააფიქსირა, რომლებიც ერთმანეთთან პაექრობენ. მას ამ კადრის გამო “ველური ბუნების წლის ფოტოგრაფის” წოდება მიენიჭა. კონკურსში 48000 სურათი იყო წარდგენილი,  მათგან კი მხოლოდ 25 მოხვდა ფინალურ მოკლე სიაში. 

 

“სემმა აღმოაჩინა, რომ საუკეთესო გზა ლონდონის მეტროში მცხოვრები თაგვების დასაფიქსირებლად პლატფორმაზე დაწოლა და ლოდინი იყო. მან დაინახა, როგორ ჩხუბობდნენ მღრღნელები მგზავრების მიერ დაყრილი საკვების გამო.  ეს ბრძოლა სულ ცოტა ხნით გაგრძელდა, ერთ-ერთმა ნამცეცი ხელში ჩაიგდო და შემდეგ თავთავიანთ გზაზე წავიდნენ”. – აღნიშნეს ჟიურის წევრებმა. 

აარონ გეკოსკის სურათი, სახელწოდებით “Losing the Fight/ბრძოლის წაგება”: კრივის ფორმაში გამოწყობილი ორანგუტანგი, რომელიც  რინგის მოედანზე ისვენებს (საფარის სამყარო, ბანგკოკი). 

“ორანგუტანგებს ათწლეულების განმავლობაში ბანგკოკსა და სხვა ადგილებში შეურაცხმყოფელ წარმოდგენებში იყენებდნენ. საერთაშორისო ზეწოლის გამო შოუები დროებით, 2004 წელს შეჩერდა, მაგრამ დღესდღეობით კვლავ გრძელდება – ყოველდღიურად ან დღეში ორჯერ ათასობით ადამიანი იხდის თანხას იმისთვის, რომ ორანგუტანგების ბოქსი, ცეკვა, დაკვრა ან სხვა აქტივობა იხილონ”, – განაცხადა ჟიურიმ. 

მიშელ ზოზოჯის  სურათი, სახელწოდებით “Matching Outfits/მსგავსი ჩაცმულობა”: პანტანალში (ნაკრძალი ბრაზილიაში) დაფიქსირებულია იაგუარი და მისი ნაშიერი, რომლებსაც ანაკონდა უჭირავთ. “მიშელი იაგუარების გადაღების დროს პანტანალში, ბრაზილიაში იმყოფებოდა. ერთ ნაშუადღევს მდინარე Tres Irmaos-ს ნაპირას დედა იაგუარი და მისი ნაშიერი ფოტოგრაფის ნავის წინ გამოჩნდნენ. მიშელი დაჰიპნოზებული უყურებდა მომენტს, როდესაც ისინი წყლიდან გამოვიდნენ და მათი მსგავსი შეფერილობის ანაკონდა ეჭირათ”, – განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.

 

მარტინ ბუზორას სურათი, სახელწოდებით “The Surrogate Mother/სუროგატი დედა”: რეინჯერი ელიას მუგამიბი ობოლ შავ მარტორქასთან, კიტუისთან ერთად, ჩრდილოეთ კენიაში. “ელიას მუგამი რეინჯერია Lewa-ს ველური ბუნების თავშესაფარში, ჩრდილოეთ კენიაში. ის ხშირად კვირების განმავლობაში ოჯახისგან მოშორებით, ისეთ ობოლ შავ მარტორქებზე ზრუნავს, როგორიც კიტუია. ისინი თავშესაფარში იმყოფებიან ან უკანონოდ ნადირობის შედეგად, ან იმის გამო, რომ მათი დედები უსინათლოები არიან და სათანადოდ ვერ ზრუნავენ”, – განაცხადა ჟიურიმ.

ფრანცის დე ანდრესის სურათი, სახელწოდებით “Spot the Reindeer/შეამჩნიე ირმები”: არქტიკის თეთრი ირმები, ნორვეგიის არქიპელაგ სვალბარდში – ეს ის ადგილია, სადაც ფოტოგრაფისთვის მუშაობა საკმაოდ ექსტრემალურ პირობებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ველური ბუნება გარემოსთან და გამყინვარების ტემპერატურასთან შეგუებულია.  

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.