fbpx

UK-Bridge განათლების საერთაშორისო გამოფენას 29 თებერვალს გამართავს


გააზიარე სტატია

 

29 თებერვალს, 11:00 დან 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge განათლების საერთაშორისო გამოფენა 2020- უმასპინძლებს. გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ გაიმართება, წელს ახალ ლოკაციაზე, ექსპოჯორჯიას მე-6 პავილიონში ჩატარდება. გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლაპანსიონები და ენის სკოლები იქნებიან წარმოდგენილნი.  

გამოფენა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ გაიმართება, ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალებას მისცემს პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს

განათლების გამოფენაში 20-მდე უნივერსიტეტი და 10-მდე სკოლა მონაწილეობს. წელს, გამოფენის ერთერთი მონაწილე იქნება ამერიკული სკოლების ორგანიზაცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს 70% –მდე დაფინანსებას სთავაზობს აშშ სხვადასხვა სკოლებში.

საგანმანათლებლო ცენტრი UK Bridge 2008 წელს შეიქმნა. კომპანია 12 წელია საზღვარგარეთ განათლების მსურველებს ენის, საზაფხულო კურსების, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის პროგრამების შერჩევაში და სასწავლებელთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება. 

 

უნივერსიტეტები:

Budapest Metropolitan University – უნგრეთი

City University of London – დიდი ბრიტანეთი

Colorado State University – აშშ

Drew University – აშშ

EU Business School – ესპანეთი, გერმანია

George Mason University – აშშ

Glasgow Caledonian University – დიდი ბრიტანეთი

Istituto Marangoni – იტალია

Istituto Europeo di Design – იტალია, ესპანეთი, ბრაზილია

IUBH University of Applied Science – გერმანია

INTO University Partnerships – აშშ, დიდი ბრიტანეთი

Manchester Metropolitan University – დიდი ბრიტანეთი

NABA – იტალია

Newcastle University – დიდი ბრიტანეთი

Saint Louis University – აშშ, ესპანეთი

Suffolk University – აშშ, ესპანეთი

TBS Business School – ესპანეთი, საფრანგეთი

Università Cattolica del Sacro Cuore – იტალია

University of St Andrews – დიდი ბრიტანეთი

University of Exeter – დიდი ბრიტანეთი

University of Stirling – დიდი ბრიტანეთი

University of East Anglia – დიდი ბრიტანეთი

University of South Florida – აშშ

Washington State University – აშშ

 

საზაფხულო სკოლები და მოსამზადებელი პროგრამები:

Buckswood Overseas Summer School (BOSS) – UK

Chelsea Independent College – UK

IBA Consulting – USA

International Community School – UK, Spain, France

Kings Education – UK, USA

Summer Boarding Courses – UK

Wimbledon School of English – UK

 

UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 2020 წელს საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia მე-6-ე პავილიონში ჩატარდება

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

www.ukbridge.ge 

ნუცა ქურიძე,
ღონისძიების ორგანიზატორი
ტელ: 599 283818
E-mail: [email protected]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.