fbpx

ლევან ბერძენიშვილის წიგნი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის Longlist-ში მოხვდა


გააზიარე სტატია


ავტორი :Jane Ross

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა EBRD-ის ლიტერატურულ პრემიას 2 წლის წინათ, თარგმნილი ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ჩაუყარა საფუძველი. 

EBRD-ის ლიტერატურული პრემია ერთნაირად აღიარებს და აფასებს როგორც მწერლის, ასევე  მთარგმნელის როლს. კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის,   ბალტიის, ცენტრალური აზიის, ბალკანეთის, სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის კულტურის, შემოქმედებისა და ისტორიის გასავრცელებლად.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ წლევანდელი ლიტერატურული პრემიის ფინალისტად 10 გამორჩეული რომანი შეარჩია. ფინალისტებს  შორის ლევან ბერძენიშვილის წიგნი “წმინდა წყვდიადი” მოხვდა, რომელიც ჯეიმს ბაერმა და ელენ ვეინერმა თარგმნეს.

2020 წლის რჩეული სია ქვეყნებისა და რეგიონების, მწერლებისა და მთარგმნელების, გამომცემელთა არაჩვეულებრივ ბალანსს წარმოადგენს.

გაეცანით სიას:

  • Not Saying Goodbye – ბორის აკუნინი. მთარგმნელი: ენდრიუ ბრომფილდი. ენა: რუსული. ქვეყანა: რუსეთის ფედერაცია
  • Sacred Darkness (“წმინდა წყვდიადი”) – ლევან ბერძენიშვილი. მთარგმნელები: ჯეიმს ბაერი, ელენ ვეინერი. ენა: ქართულიდან რუსული თარგმანი. ქვეყანა: საქართველო
  • Mrs Mohr Goes Missing – მერილა შიმიშკოვა. მთარგმნელი ანტონია ლოიდ-ჯონსი. ენა: პოლონური. ქვეყანა: პოლონეთი
  • Bellevue – ივანა დობრაკოვოვა. მთარგმნელები: ჯულია და პიტერ შერვუდები.  ენა: სლოვაკური. ქვეყანა: სლოვაკეთი
  • ICE – სონალლა იბრაჰიმი. მთარგმნელი: მარგარეტ ლიტვინი. ენა: არაბული. ქვეყანა: ეგვიპტე
  • Devilspel – გრიგორი კანოვიჩი. მთარგმნელი: ისრაელ ელიოტ კოენი. ენა: რუსული. ქვეყანა: ლიეტუვა 
  • Every Fire You Tend – სემა კაიგუსუზი. მთარგმნელი: ნიკოლას გლასტონბერი. ენა: თურქული. ქვეყანა: თურქეთი
  • Under Pressure – ფარუკ შეხიჩი. მთარგმნელი: მირზა პურიჩი. ენა: ბოსნიური. ქვეყანა: ბოსნია და ჰერცოგოვინა
  • Pixel – კრისტინა ტოტი. მთარგმნელი: ოუენ გუდი. ენა: უნგრული. ქვეყანა: უნგრეთი
  • Zuleikha – გუზელ იახინა. მთარგმნელი: ლიზა ჰეიდენი. ენა: რუსული. ქვეყანა: რუსეთის ფედერაცია

2020 წლის EBRD-ის ლიტერატურული პრემიის სია განსაკუთრებით ძლიერი და მრავალფეროვანია, რაც ამტკიცებს ავტორისა და მთარგმნელის ჯანსაღ ურთიერთგაგებას. “მე კვლავ ვაგრძელებ აღფრთოვანებას იმ ისტორიების სიძლიერით, რომლებიც მწერლებმა სხვადასხვა რეგიონიდან  გაგვიზიარეს”, – განაცხადა ჟიურის თავმჯდომარე როზი გოლდსმიტმა.

კოლმ ლინკოლნი, EBRD-ს გენერალური მდივნის მოადგილე აღნიშნავს: “იმ დროს, როდესაც ეთნიკური ექსკლუზიურობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ეს წიგნები სხვადასხვა თემებისა და კულტურებისთვის ხსნიან შესაძლებლობებს, გადავლახოთ წინასწარ შექმნილი წარმოდგენები  და დავუკავშირდეთ ახალ, სხვა სამყაროს ისტორიებსა და გამოცდილებებს, რომლებიც, მრავალი მკითხველისთვის ამ ავტორების გარეშე უცნობი იქნებოდა. EBRD-ის ლიტერატურის პრემია ხაზს უსვამს ლიტერატურის უნივერსალურობას, რამდენადაც ყურადღება ექცევა ნაწარმოებებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი ლიტერატურულ მეინსტრეიმში”.

ფინალისტების სია (3 ავტორი მთარგმნელთან ერთად)  30 მარტს გახდება ცნობილი. 23 აპრილს ექვსივე მათგანი მიწვეული იქნება ლონდონში, EBRD-ის სათავო ოფისში, სადაც დასახელდება ლიტერატურული პრიზის 2020 წლის გამარჯვებული. გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს 20 000 ევროს ოდენობით.


ორიგინალი: https://www.ebrd.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.