ტაივანელი მასწავლებელი, რომელსაც ცარცით ხატვის საოცარი ნიჭი აქვს
ავტორი:Rūta Grašytė
თუ საგაკვეთილო პროცესს წარმოიდგენთ, სავარაუდოდ, პირველ რიგში, სახელმძღვანელოს კითხვით გართულ მოსწავლეებს დაინახავთ. თუმცა ტაივანელ მასწავლებელს, ჩუან-ბინ ჩუნგს სწავლებაზე სულ სხვა წარმოდგენა აქვს. იგი დაფაზე ცარცით საოცარ საგანმანათლებლო შედევრებს ქმნის, მაშინ როდესაც მასწავლებელთა უმრავლესობას სწორი ხაზის გავლებაც კი არ გამოსდის.
ჩუან-ბინ ჩუნგი უკვე სამი წელია, რაც ტაივანის შუ-ტეს უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის კათედრაზე ილუსტრაციას, ხატვასა და ხელოვნების ანატომიას ასწავლის. მასწავლებელი ინტერვიუში ამბობს: “დიახ, ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, მაგრამ ჩვენ კი არ ვკითხულობთ, ვხატავთ მას. სტუდენტებს, რომლებიც ამ სფეროში სპეციალიზდებიან, არ შეუძლიათ იმ ნახატების საშუალებით ისწავლონ, რომლებიც წიგნშია მოცემული. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი ხატვით ვისწავლოთ. ჩემს გაკვეთილზე სტუდენტებმა ის უნდა დახატონ, რასაც დაფაზე მე დავუხატავ.
ორიგინალი:https://www.boredpanda.com/
717 total views, 1 views today