fbpx

გიცავთ თუ არა ქირურგიული ნიღბები გრიპისგან?


გააზიარე სტატია



ავსტრალიამ გრიპის მწვავე სეზონი განიცადა, რომლის ფარგლებშიც 299 211 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და 662 გარდაცვალება დაფიქსირდა. ვირუსი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც ვრცელდება.

დიდ ბრიტანეთში გრიპის სეზონი დეკემბრიდან მარტამდეა აქტიური, მაგრამ შესაძლებელია ოქტომბერშიც დაიწყოს. თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდი ვაქცინაციაა, მაგრამ მისი ეფექტურობის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია. ის ძირითადად წვეთოვანი გზით,  ინფიცირებულთა პირიდან/ცხვირიდან ხველებისას ან ლაპარაკისას ვრცელდება – დაახლოებით 2 მეტრზე.

შეიძლება ინტუიციურად გკარნახობდეთ, რომ ქირურგიული ნიღაბის გამოყენებისას ფილტვების დაინფიცირებას შეაჩერებთ. სწორედ ასეთი განცხადებებით იყიდება ინტერნეტ სივრცეში ნიღბები: “დაიცავი თავი ღორის მომაკვდინებელი  გრიპისა და სხვა ვირუსებისგან [ნიღბით], რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია”.

ქირურგიული ნიღაბი საოპერაციო ოთახებში 1800-იანი წლების ბოლოს დაინერგა, რომელიც თავდაპირველად ბინტის ორი ფენისგან შედგებოდა. საჯაროდ ხელმისაწვდომი 1918 წლის ესპანეთის გრიპის ვირუსის დროს გახდა –  ეპიდემია, რომლის შედეგად დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ქირურგიული ნიღბის ტარების ლოგიკა შემდეგნაირია:

თუ ის ქირურგებს იცავს, მეც დამიცავს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალურად ნიღაბი ქირურგებსაც არ იცავს. ის შექმნილია იმისთვის, რომ ექიმის პირის ღრუს ან ცხვირის წვეთები პაციენტის ჭრილობაზე არ მოხვდეს, სეფსისის თავიდან აცილების მიზნით. 

საუკუნეზე დიდხნიანი გამოყენების მიუხედავად, მისი პროფილაქტიკური ეფექტურობა საეჭვოა. მართლაც,  ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ქირურგიული ნიღაბი საოპერაციო ოთახში შეიძლება ბაქტერიული დაბინძურების წყარო იყოს. ბაქტერიები არა მარტო მის შიგნით, არამედ გარე ზედაპირზეც ფიქსირდება. 

როგორ შეიძლება ნიღაბმა გრიპისგან დაგვიცვას?

ამისთვის აუცილებელია, საკუთარ ცხვირსა და პირს ხელით არ შეეხოთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში თქვენ ეხებით ზედაპირს, რაზეც შესაძლებელია ვირუსი არსებობდეს. სამხრეთი უელსის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანი საათში 23-ჯერ ეხება საკუთარ სახეს. 

ამ გეგმაში ერთი სუსტი წერტილი არსებობს:

გრიპს იმ შემთხვევაშიც აიკიდებთ, თუ დაბინძურებული ხელით თვალებს შეეხებით. მთლად რომ აღმოფხვრათ ეს ჩვევა, მაგ შემთხვევაშიც კი ნიღბის ტარება 24/7-ზე მოგიწევთ – რეგულარულად უნდა მოიხსნათ ძველი, ისე რომ სახეს არ შეეხოთ. ეს პროცესი უსიამოვნოა და კომუნიკაციასაც ართულებს, რადგან არც ისე პრაქტიკულია. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების მხოლოდ  21% -ს შეუძლია ნიღბის ტარება რეკომენდებული დროით.

2009 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელმაც  ქირურგიული პირბადე N95 რესპირატორს შეადარა – სპეციალური ნიღაბს, რომელიც  ძალიან მცირე (0.3 მიკრონი) ნაწილაკების მინიმუმ 95%-ს ფილტრავს. 

კვლევამ, რომელიც JAMA-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ორივე სახის პირბადის ეფექტიანობა თითქმის მსგავსია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ეს არცთუ მთლად საიმედოა, რადგან 446 ექთნიდან 24%-ს (რომლებსაც ქირურგიული ნიღაბი ეკეთათ) ვირუსი მაინც შეხვდა, ხოლო რესპირატორის შემთხვევაში კი 23%-ს. კვლევის ორივე ჯგუფი ატარებდა ნიღაბს, ამიტომ შეუძლებელია დავადგინოთ ის,  რა შედეგი დაფიქსირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბს არ ატარებდნენ.   

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა  განაცხადა: ”გრიპის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას არ გავცემთ  ასიმპტომური პირების მიერ საზოგადოებაში ნიღბების ტარებაზე, მათ შორის არც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გართულებების რისკის ქვეშ არიან.”

მაშინ რა არის გამოსავალი?

პასუხი მარტივია: დაიბანეთ ხშირად ხელები  და არ შეეხოთ სახეს. 

ორიგინალი: https://theconversation.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.