სამგზავრო თვითმფრინავის კანადელმა პილოტმა ძაღლის გადასარჩენად რეისი შეწყვიტა
სამგზავრო თვითმფრინავის პილოტმა ფრენისას მოულოდნელად ლაინერი იმის გამო დაუშვა, რომ საბარგო განყოფილებაში მყოფი ძაღლი გადაერჩინა. საბარგო განყოფილებაში გათბობის სისტემის გაუმართავობის გამო, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და ცხოველი შეიძლებოდა გადაციებისგან დაღუპულიყო.
თვითმფრინავი Air Canada თელ-ავივიდან ტორონტოში მიფრინავდა, როცა ცნობილი გახდა ბარგის განყოფილებაში არსებული გათბობის სისტემის გაუმართაობის შესახებ. მფრინავმა გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეშვა თვითმფრინავი, რადგან იცოდა, რომ ბარგის განყოფილებაში ერთ-ერთი მგზავრის ძაღლი იმყოფებოდა.
მფრინავი უახლოესი საჰაერო ნავსადგურის კონტროლიორებს დაუკავშირდა და დაფრენის შესახებ მიიღო ნებართვა.
ჰაერის ტემპერატურა საბარგო განყოფილებაში შესაძლოა მინუსებში გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის საყვარელი ცხოველი ჰიპოთერმიის გამო დაიღუპებოდა.
ბულდოგის მეპატრონემ მფრინავს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა 1,5 საათით შეფერხდა, არც ერთ მგზავრს უკმაყოფილება არ გამოუხატავს.
ექსპერტების თანახმად, მფრინავმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, წესების მიხედვით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ყველა სულიერზე, მიუხედავად იმისა, ადამიანია ის თუ ცხოველი.
ორიგინალი:https://tsargrad.tv/