fbpx

2020 წლის ბუკერის საერთაშორისო ფესტივალის გრძელ სიაში ნინო ხარატიშვილის წიგნიც მოხვდა


გააზიარე სტატია


დღეს, 27 თებერვალს, 2020 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე ჟიურიმ გრძელი სია გამოავლინა, რომელშიც 13 ნოველა შედის და  მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგად თარგმნილ მხატვრულ ლიტერატურას მოიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიაში ქართველი ავტორის, ნინო ხარატიშვილის წიგნიც შევიდა, სახელწოდებით “მერვე სიცოცხლე”. ამ რომანისთვის მან 2018 წლის გაზაფხულზე გერმანიის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემიაც მიიღო. 

პრიზი ყოველწლიურად ენიჭება ერთ წიგნს, რომელიც ითარგმნება ინგლისურ ენაზე და ქვეყნდება დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში. მისი მიზანია მეტი ხარისხიანი მხატვრული ლიტერატურის გამოქვეყნებისა და კითხვის ხელშეწყობა და ამასთანავე, თარჯიმნების მუშაობის წახალისება. აღსანიშნავია, რომ  როგორც ავტორის, ისე მთარგმნელის წვლილს თანაბარი აღიარება ენიჭება და ისინი 50000 ევროს ოდენობის ფულად პრიზს თანაბრად იყოფენ. თითოეული შერჩეული ავტორი და მთარგმნელი კი 1000 ევროს მიიღებს.

124 წიგნიდან გრძელი სია  ხუთი ჟიურისგან შემდგარმა პანელმა შეარჩია, რომლის თავმჯდომარე Southbank Center-ის ლიტერატურისა და ზეპირი მეტყველების ხელმძღვანელი ტედ ჰოჯკინსონი გახლდათ. სხვა წევრები არიან:

 

  • საფრანგეთის საერთაშორისო მწერლობის ცენტრის, Villa Gillet-ის დირექტორი ლუზი კამპოსი
  • საერთაშორისო პრემიის გამარჯვებული, მთარგმნელი და მწერალი ჯენიფერ კროფტი
  •  LA Times წიგნის პრემიის გამარჯვებული, მხატვრული ლიტერატურის ავტორი ვალერია ლუისელი
  •  პოეტი/მუსიკოსი ჯეტ თაილი, რომლის რომანი “ნარკოპოლისი” 2012 წელს ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა. 

ტედ ჰოჯკინსონმა აღნიშნა, რომ მისთვის ასეთი ბრწყინვალე გრძელი სიის გაზიარება ძალიან სასიამოვნოა, რადგან ეს საოცარი ნამუშევრები ავტორებისა და მთარგმნელების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მისი თქმით, წიგნებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჟიურის წევრებზე, რადგან  ხელოვნების ეს ნიმუშები მორალური რწმენისა და იდენტობის საზღვრებს სცდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბუკერის პრემიის მოკლე სია  ლონდონის Ennismore Sessions House-ს ღონისძიებაზე 2 აპრილს გამოცხადდება. ბუკერის პრიზებს სერ მაიკლ მორიცისა და მისი მეუღლის, ჰარიეტ ჰეიმანის საქველმოქმედო ფონდი – Crankstart აფინანსებს.

ორიგინალი: https://thebookerprizes.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.