fbpx

როდისთვის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენას?


გააზიარე სტატია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მომაკვდინებელი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების შესახებ წუხს, ადამიანები ელოდებიან, რომ მსხვილი ფარმაცევტული ფირმები ვაქცინის შემუშავების დაჩქარებით მილიონებს და  მილიარდებსაც კი გააკეთებენ.

სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაქცინების ბაზარი მიმდინარე წელს მოსალოდნელია, რომ 60 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს, დიდი მოგება გარანტირებული არ არის.

“პროფილაქტიკური ვაქცინის წარმატებით შემუშავება საზოგადო ჯანმრთელობის კრიზისის დროს რთულია. ეს ჩვეულებრივ დიდ დროსა და ფულს მოითხოვს”, – აცხადებს ბრედ ლონკარი, ბიოტექნოლოგიის ინვესტორი და Loncar Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ვაქცინების გლობალურ ინდუსტრიაში დომინირებენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: Pfizer, MSD, GlaxoSmithKline (GSK), Sanofi და Johnson & Johnson. მონაცემების ანალიტიკოსების სტატისტიკის თანახმად, ვაქცინების მსოფლიო გაყიდვებმა გასულ წელს $ 54 მილიარდი შეადგინა, ხოლო 2014 წლიდან თითქმის გაორმაგდა. ეს ყველაფერი ისეთი ინფექციური დაავადებების ზრდამ გამოიწვია, როგორებიცაა გრიპი, ღორის გრიპი, ჰეპატიტი და ებოლა.

“ადამიანი იმასაც იფიქრებს, რომ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად ინდუსტრიას რეზერვები აქვს, მაგრამ ვაქცინის ოთხი საუკეთესო კომპანიიდან არცერთს გამოუვლენია მნიშვნელოვანი ინტერესი.”, – ამბობს დოქტორი ელენ ჰოენი, გრონინგენის სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

დიდი ფირმების გარდა, უამრავი პატარა კომპანიაც ცდილობს ვაქცინის შექმნას. აშშ-ს ბიოტექნოლოგიურმა  ბიზნესმა Gilead, რომელიც ანტი-აივ საწინააღმდეგო საშუალებებს აწარმოებს, განაცხადა, რომ გამოიკვლევენ საკუთარ წამალს – Remdesivir-ს. 

People wearing masks in Hong Kong

ამავდროულად, ფარმა-ჯგუფის,  AbbVie-ს ორი ანტივირუსული მედიკამენტის კომბინაცია, სახელწოდებით “Kaletra”, ჩინეთის პაციენტებზე ისინჯება. ორივე გამოკვლევა დაფუძნებულია არსებულ მედიკამენტებზე.

“ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა  Gilead და AbbVie, შეძლებენ არსებული მედიკამენტების გამოყენებას კორონავირუსის წინააღმდეგ,  თერაპიული მკურნალობის სახით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან დიდი წარმატება გამოიწვიოს ბაზრის პერსპექტივიდან გამომდინარე”, – ამბობს  ბრედ ლონკარი. 

ფარმა-კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად საქველმოქმედო ორგანიზაციებიც უცხადებენ დახმარებისთვის მზადყოფნას. მათ შორისაა არაკომერციული ორგანიზაცია, სახელწოდებით “კოალიცია ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციებისთვის (CEPI)”.

CEPI-ის დამფუძნებლების შემადგენლობაში შედიან ნორვეგიისა და ინდოეთის მთავრობები, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი და “Wellcome Trust”. ვაქცინების განვითარების პროგრამას მხარს უჭერენ ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა  Inovio Pharmaceuticals და Moderna. 

დიდი ფარმა-კომპანიები  და მათ შორის, GSK – მზადაა CEPI-სთვის საკუთარი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახადოს,  რათა საბოლოოდ შეიქმნას ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.

Close up of anti-virus tablets

ვაქცინები ხშირად ათასობით ადამიანზე ხანგრძლივ  ტესტირებას მოითხოვს, სანამ ბაზარზე გაიყიდება. რაც შეეხება Ebola-ს, პირველი ვაქცინა 2015 წელს დამზადდა MSD-ს მიერ და წარმატებით განაწილდა გვინეასა და დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 

ამ დროს ეს არალიცენზირებული პრეპარატი იყო, მაგრამ ის ქვეყანაში გვინეის მთავრობის თანხმობის შემდეგ შევიდა. MSD-ს ვაქცინას გასულ წლამდე აშშ-ს მარეგულირებელი ნებართვა არ მიუღია. Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილი ებოლას კიდევ ერთი ვაქცინა ხელმისაწვდომი 2019 წლიდან გახდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

რონალდ კლინი 2014-15 წლებში მუშაობდა აშშ-ში ებოლას კოორდინატორად.”მე არ ვმუშაობ კომპანიებისთვის, მე არ ვარ ფარმა-კომპანიების გულშემატკივარი, – განაცხადა როლანდმა პანელურ დისკუსიაში გასულ კვირას,  – მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ბევრმა მათგანმა ებოლას ვაქცინის წარმოების მცდელობების დროს ბევრი ფული დაკარგა”.

A patient being given the Ebola vaccine

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვაქცინების მიღების დამტკიცებას წლები სჭირდება, არის გვერდითი მოვლენების პოტენციალი. ეს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როდესაც მისი მოხმარება დამტკიცებულია. 2009-10 წელს, ღორის გრიპის პანდემიის დროს, ექვს მილიონ ადამიანს მიეცა GlaxoSmithKline- ის მიერ დამზადებული Pandemrix ვაქცინა. თუმცა, იგი მოგვიანებით გაყიდვიდან ამოიღეს, რადგან ზოგიერთ ადამიანში ნარკოლეფსია გამოიწვია. ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რის გამოც ადამიანი დღეში მრავალჯერ იძინებს.

ასევე, გასულ კვირას, ასპენის ინსტიტუტის ღონისძიებაზე საუბრისას, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ არცერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია არ გამოთქვამს ვაქცინის შესაქმნელად მზადყოფნას.  მან ამ მოვლენას  “ძალიან რთული და იმედის გამცრუებელი” უწოდა.

დოქტორი ფაუჩი დასძენს, რომ მინიმუმ ერთი წელი მაინც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) იმედოვნებს, რომ ვაქცინა მზად იქნება 18 თვის განმავლობაში.

 

ორიგინალი: https://www.bbc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.