fbpx

კორონავირუსი: რამდენად წარმატებით ცდილობთ თვითიზოლირებას


გააზიარე სტატია



ავტორი: Joseph Lee

ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ბევრ ადამიანს შესაძლოა თვითიზოლირებისკენ მოუწოდოს.  რა უნდა ქნათ, თუ რისკის ქვეშ აღმოჩნდებით?

80 ადამიანზე მეტი, ვინც 2 კვირა კარანტინში გაატარა, “სანიმუშო მაგალითები” აღმოჩდნენ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გენერალური დირექტორის, საიმონ სტივენსისთვის.

ამ ეტაპზე არ არსებობს  ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რეკომენდებული თვითიზოლაცია, მაგრამ აღნიშნული მეთოდი  ვირუსის გავრცელების მინიმალიზაციისთვის გადამწყვეტია.

თუმცა საინტერესოა, რას ნიშნავს თვითიზოლაცია და რამდენად გარანტირებულად “მუშაობს”?

 

ვინ უნდა იყოს იზოლირებული?

მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თვითიზოლაციას, თუ ქვეყნის ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურები მიგითითებენ.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გულისხმობენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ახლო და უწყვეტი  ურთიერთობა ვირუსის მატარებელ პირებთან – დაინფიცირებულთან 2 მეტრის რადიუსზე 15 წუთის გატარება მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. 

გამონაკლისად ითვლება  შემთხვევა, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ჩინეთში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონგ კონგში, ტაივანში, სინგაპურში, მალაიზიაში ან მაკაოში და გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ცხელება ან ქოშინი.

ასეთ შემთხვევაში დარჩით სახლში და მიმართეთ ექიმს.



როგორ უნდა მოიქცეთ, როცა იზოლირებული ხართ?

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რჩევით,  მაქსიმალურად უნდა აიცილოთ თავიდან სხვა ადამიანებთან კონტაქტი, ისე, თითქოს გრიპი გქონდეთ.  ეს იმას ნიშნავს, რომ სახლში 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეთ, არ იაროთ სამსახურში, სკოლასა  და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ოჯახის წევრებისგან გამოყოფილი ოთახი  უნდა ნიავდებოდეს კარგად.

მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს, თუ გჭირდებათ სურსათი, გაქვთ საყიდლები ან გჭირდებათ წამლები – ნორმალურია, თუ მეგობრები და ოჯახის წევრები მოგამარაგებენ საჭირო პროდუქტებით ორი კვირის განმავლობაში.

თქვენ არ უნდა მიიღოთ სტუმრები, გვაფრთხილებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახური. ფანჯარა მუდამ ოდნავ შეღებული უნდა იყოს, თუმცა ის არ უნდა უკავშირდებოდეს  იმ ოთახს, სადაც ოჯახის სხვა წევრები იმყოფებიან. საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სთხოვეთ. მათ შეუძლიათ, უსაფრთხოების დაცვით შემოგაწოდონ ეს ყველაფერი. თავად არ უნდა შემოვიდნენ თქვენს ოთახში. 

 

რა უნდა ქნათ მაშინ, თუ თვითიზოლირებული ადამიანი თქვენი ოჯახის წევრია?

გასაგებია, რომ ოჯახის წევრთან ურთიერთობას აბსოლუტურად ვერ შეზღუდავთ, თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა სცადოთ. ასევე უმთავრესი პირობაა ხელების ხშირი დააბანა საპნით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ  შესაძლებელია, კარგი იქნება, იზოლირებულმა პირმა სხვა აბაზანითა და ტუალეტით ისარგებლოს. 

სახლში ავეჯის ზედაპირები და იატაკი ყოველდღიურად  სველი წესით დაამუშავეთ. ნივთები, რომლებსაც იზოლირებული პაციენტი შეეხო, უნდა მოათავსოთ ერთჯერად პარკში, თავი მოუკრათ მას, შემდეგ კიდევ ერთ პარკში მოათავსოთ და გადააგდოთ. 

 

თუკი კარანტინის გამო სამსახურის გაცდენა გიწევთ, იღებთ თუ არა ანაზღაურებას?

საგანგებო მდგომარეობის გამო სახლში დარჩენისთვის ანაზღაურება არ უნდა დაკარგოთ. თუმცა, ამ მხრივ,  ყველაფერი კონტრაქტით იქნება განსაზღვრული. 

 

რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში იყვნენ?

მედდა, რომელიც ვირუსით დაავადებულთან კონტაქტის გამო იზოლირებული იყო, ამბობს, რომ მისთვის განცალკევება მარტივი არ ყოფილა. “როცა სახლში მივედი, ჩემებმა ჩაალაგეს ნივთები და გაქრნენ“, – ამბობს ის. ასევე ჰყვება, რომ საჭმლის მომწოდებელს სთხოვდა, მარაგი კართან დაეტოვებინა და მისი წასვლის შემდეგ იღებდა პროდუქტებს. 

სხვებისთვის სახლში ჯდომა მოსაწყენი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არც კი იცოდნენ, ჰქონდათ თუ არა ვირუსი. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც იზოლაციის პერიოდი შეუმცირდათ, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ მათ ვირუსი არ ჰქონდათ. 

 

რას ვშვრებით მაშინ როცა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლდებით?

ერთ-ერთმა კარანტინ-გამოვლილმა უჰანიდან აღნიშნა, რომ კარანტინის დასრულება მისთვის ძალიან სასიხარულო იყო  და გარეთ ბევრ სეირნობას გეგმავდა.

ორიგინალი:https://www.bbc.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.