fbpx

Jean Louis David – ყველაზე პარიზული სილამაზის ცენტრი თბილისში


გააზიარე სტატია

პარიზელი ქალების საყვარელი ესთეტიკის ცენტრი – Jean Louis David თბილისშია – ისტორიული სილამაზის სალონი ჩვენს ქალაქში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. 

“ჟან ლუი დავიდი” ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობაა, ბრენდის, რომელმაც მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიაში თმის მოვლის უნიკალური ტექნოლოგიები დანერგა და ახალი სტილი შექმნა.

Jean louis David სპეციალიზირებული სილამაზის ცენტრების ქსელს 60 წლიანი ისტორია აქვს, ის ფრანგმა სტილისტმა და თმის მოვლის ინდუსტრიაში მოდის ფუძემდებელმა ჟან ლუი დავიდმა დაარსა. 

ამჟამად JLD ბრენდი მსოფლიოს 30 ქვეყნაში ათასობით სალონითაა წარმოდგენილი. უკვე მრავალი წელია ევროპის სილამაზის ცენტრებში ლიდერ პოზიციას იკავებს, მსოფლიოში კი მეორე ადგილზეა.

 

მაესტრო Jean Louis David

 

ჟან ლუი დავიდი დალაქების ოჯახში დაიბადა და თავადაც ეს პროფესია აირჩია. მისი, როგორც თმის ოსტატის ისტორია 1961 წლიდან იწყება, როცა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ უბანში, ვაგრამის გამზირზე Jean Louis David-ის პირველი სალონი გაიხსნა. 

სილამაზის ცენტრის პოტენციური კლიენტი თანამედროვე, საქმიანი ქალი იყო, რომელსაც თმა ბუნებრივად უნდა ჰქონოდა. JLD პარიზელი ქალების საყვარელ სივრცედ იქცა.

თმის ოსტატს არ მოსწონდა კლასიკური მეთოდით შეჭრილი თმა და ვარცხნილობების წინააღმდეგი იყო. მისი მთავარი იდეა, ქალის ბუნებრიობა იყო, სალონიდან ისე უნდა გამოსულიყო, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა.

 

1970 წელს სტილისტმა თმის შეჭრის უნიკალური ტექნიკა შეიმუშავა, რომელსაც შემდგომ “გეომეტრია სივრცეში” უწოდეს. მეთოდი, დავიდის სავაჭრო მარკად იქცა. მისი შეჭრილი თმა ქალის სახის კონტურებს გამოყოფდა და სიმსუბუქეს მატებდა. ჟან ლუი დავიდის ხელწერა მარტივად გამოსარჩევი იყო, ის სრულად განსხვავდებოდა იმ დროის ვარცხნილობებისგან.

მისი წარმატება საფრანგეთს გასცდა და “ფრენჩაიზ” სალონებმა მთელი მსოფლიო მოიცვა. 2007 წელს ბრენდი თავის მოვლის საერთაშორისო ჯგუფში – Provalliance გაწევრიანდა.  დღეს უკვე საქართველოც ამ გლობალური ქსელის ნაწილია.

 „საქართველოში მსოფლიო ბრენდის Jean Louis David-ის შემოყვანა მომხმარებლთა მოთხოვნამ განაპირობა, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და შეიძინონ მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი“ – ნონა მაჭავარიანმა, ფრანგული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

Jean Louis David-ის თბილისის წარმომადგენლობა Provallince ჯგუფის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა – ჯილი ბონიემ გახსნა, ღონისძიებას საფრანგეთის და თურქეთის ელჩები, საფრანგეთის კონსული და სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.   

 

თბილისის სილამაზის ცენტრი

 “ჟან ლუი დავიდი” ის ადგილია, სადაც თქვენ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ. ამ სივრცეში ყველა დეტალი კლიენტის კომფროტზეა გათვლილი. სალონის ინტერიერში ნათელი და მშვიდი ფერები, დიზაინი, ავეჯი და განათება სისუფთავის და თანამედროვე-სტილის შეგრძნებას ქმნის. 

JLD შემოქმედებითი გუნდი მომხმარებლის კმაყოფილებაზეა მომართული და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: თმის მოვლა, მანიკური, პედიკური, ვიზაჟი და ესთეტიკური კოსმეტოლოგია. 

პროცედურების დროს გამოიყენება პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, რომლის შეძენაც მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. “ჟან ლუი დავიდის” პროფესიონალი სტილისტები სრულად ფლობენ ფრანგი ოსტატის თმის მოვლის უნიკალურ ტექნიკას.

 ამის გარდა, ესთეტიკის ცენტრში სკულპტურული მოდელირების სახელოსნო დაგხვდებათ, სადაც კანის გაახალგაზრდავება, სხეულის გამოძერწვა, წონაში კლება, ცელულიტის პროფილაკტიკა და მკურნალობაა შესაძლებელი. პროცედურები ტარდება ღრმა მანუალური მასაჟის ექსკლუზიური მეთოდით, თანამედროვე, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით.

სხეულის კორექციის სახელოსნო  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც კომპლექსური, ისე ინდივიდუალური მიდგომებით. 

წონაში კლებისთვის და სხეულის კორექციისთვის თანამედროვე აპარატურასა და  წამყვანი ევროპული ბრენდების კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ. JLD სხეულის კორექციის პროფესიონალთა გუნდის მიზანია, უზრუნველყონ მაქსიმალური შედეგი.

JLD ქსელის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამშრომელთა ტრენირებაა .“ჟან ლუი დავიდის” თბილისის შემოქმედებითი ჯგუფი წელიწადში ორჯერ პარიზის Jean Louis David-ის აკადემიაში მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტენდენციების გასაცნობად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალურ სწავლებას გადიან. 

შედეგად, თბილისის სალონის სტილისტები “ჟან ლუი დავიდის” თმის შეჭრისა და ღებვის ექსკლუზიურ ტექნიკას ფლობენ, რომელიც მხოლოდ JLD-ის სალონებაში არის ხელმისაწვდომი. 

 “ჟან ლუი დავიდი”, დაარსების დღიდან, ორიენტირებულია მოდის ინდუსტრიაში ინოვაციური მეთოდებისა და ტენდენციების დანერგვაზე. ამ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია – იყვნენ პიონერები თმის მოვლის დარგში. სწორედ ამით გამოირჩევა JLD კონკურენტი ბრენდებისგან.

ხარისხი, ინოვაცია და განსხვავებული სტილი ერთ სივრცეში, “ჟან ლუი დავიდის” გუნდი მზადაა, თქვენივე მოთხოვნების გათვალისწინებით, თქვენი ინდივიდუალიზმი კიდევ უფრო წარმოაჩინოს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.