fbpx

9 ფაქტი, რაც ექსპერტი მატყუარების შესახებ უნდა იცოდეთ


გააზიარე სტატია

 

Ჩვენ არც ისე კარგად გამოგვდის ტყუილის ამოცნობა. სინამდვილეში, კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანების მიერ სიცრუის გამოცნობის სიზუსტის მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ია. 

თუ ტყუილებს ვერ ვიცნობთ, მატყუარა ადამიანების აღმოჩენას რატომ არ ვცდილობთ? 

სიცრუის მეცნიერება სწორედ ამას გვთავაზობს. 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით “ტყუილის გავრცელება, მახასიათებლები და მატყუარა ადამიანების სტრატეგიები” უახლესი სამეცნიერო ტენდენციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მკვლევრები ცდილობენ შეისწავლონ სიცრუე, რათა უკეთესად ამოვიცნოთ ის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები თავად მატყუარების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შექმნილი (ე.წ. self-reported data).

 

სტატიაში მოცემულია გასაოცარი ფაქტები ექსპერტი მატყუარებისა და მათი მახასიათებლების შესახებ. განვიხილოთ 9 მათგანი:

 

  • ტყუილის უმრავლესობას მატყუარების უმცირესობა ამბობს

2019 წლის ეს კვლევა, წინა კვლევებთან ერთად, ცხადყოფს, რომ ადამიანების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში გულწრფელია და ტყუილებს ძალიან ცოტა ამბობს. 2010 წლის კვლევაში მონაწილეობა 1000 პიროვნებამ მიიღო და დადგინდა, რომ 24 საათის განმავლობაში სიცრუის 50% რესპოდენტების 5%-მა, ე.წ.  პათოლოგიურმა მატყუარებმა” თქვეს. 

 

  • პათოლოგიური მატყუარები თვლიან, რომ ეს საქმე კარგად გამოსდით

კვლევაზე ბრიანა ვერიჯინი და მისი კოლეგები მუშაობდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პიროვნების თვითშეფასება დაკავშირებულია იმ ტყუილების რაოდენობასთან, რასაც დღის განმავლობაში ამბობს, რაც არაცნობიერი ჩვევაა. 

 

  • მათი ტყუილები არალოგიკურია

კვლევის მიხედვით, ასეთი ადამიანები დღის განმავლობაში ხშირად ისეთ პატარა ტყუილებს ამბობენ, რომელთა თქმას აზრი და შედეგი არ აქვს. ექსპერტების განცხადებით, ე.წ.  თეთრი ტყუილებისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია და დიდი ალბათობით, ასეთი პიროვნებები უფრო მიდრეკილნი არიან ქცევის ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩართვისკენ. 

 

  • მათ პირისპირ მოტყუება ურჩევნიათ

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს პირისპირ მოტყუება უფრო ურჩევნიათ, ვიდრე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონო ზარით, მეილითა და სოციალური მედიით. 

 

  • ექსპერტი მატყუარების პირველი სტრატეგია: ტყუილი, რომელიც სიმართლეშია “ჩადებული”

კარგი მატყუარები, ცუდებთან შედარებით, მშვენივრად ლაპარაკობენ. ისინი საუბრისას იმასაც აანალიზებენ, რა რაოდენობის სიცრუე უნდა თქვან თავიანთი ნამდვილი ისტორიის ფარგლებში. ეს ყველაფერი მათ კარგად აქვთ გამოცდილი და ერთგვარი რუტინაა.

 

  • მეორე სტრატეგია: სიმარტივე

2019 წლის კვლევაში გამოყენებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რომელსაც პათოლოგიური მატყუარები იყენებენ, არის ის, რომ ტყუილის დროს “მათი განცხადებები მკაფიო და მარტივია”. ის არ ცდილობს ზედმეტი დეტალის დამატებას, რადგან იცის შესაბამისი რაოდენობა და დრო.

 

  • მესამე სტრატეგია: დამაჯერებლობა

2019 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ ”კარგი მატყუარები დამაჯერებლობას იყენებენ, როგორც სტრატეგიას თავიანთი სიცრუის წარმატებისთვის”. მართლაც, გონივრული ტყუილი უფრო ადვილად დასაჯერებელია. ისინი ცდილობენ ისეთი არაზუსტი დეტალების მოხსენიებას, რომელსაც მეორე ადამიანი ვერ გადაამოწმებს. 

 

  • ქალი თუ მამაკაცი: რომელია უკეთესი მატყუარა?

კვლევის მიხედვით, მამაკაცების ორჯერ უფრო მეტი რაოდენობა (ქალებთან შედარებით), თავს კარგ მატყუარად თვლის და ამასთანავე, ფიქრობენ, რომ სიცრუისგან თავის დაცვაც საუკეთესოდ გამოსდით. ექსპერტი მატყუარების  დაახლოებით 62% მამაკაცია, ხოლო 37 ქალი. ცუდი მატყუარების შემთხვევაში კი 70% ქალია, ხოლო 30% მამაკაცი. 

 

  • ვის ატყუებენ ყველაზე ხშირად?

2019 წლის კვლევამ დაადგინა, რომ გამოცდილი მატყუარები ძირითადად თავიანთ მეგობრებს, კოლეგებს და რომანტიკულ პარტნიორებს ატყუებენ, ვიდრე ოჯახის წევრებს, დამსაქმებლებს ან ავტორიტეტებს.

 

ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ კვლევიდან შეგვიძლია ვისწავლოთ არის ის, რომ  შევწყვიტოთ სიცრუის აღმოჩენის მცდელობა და ვისწავლოთ მატყუარების დაფიქსირება!

მაგრამ, აქ ჩნდება მთავარი კითხვა: შეგვიძლია ვენდოთ ამ კვლევას, მაშინ როდესაც ის self-reported მონაცემებზეა დაყრდნობილი? რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ექსპერტმა მატყუარებმა არ იცრუეს?

კვლევის ავტორებმა განმარტეს, რომ თვითშეფასებული მონაცემების შემოწმების გზები მოიცავს მონაცემების შეგროვების სხვა ფორმებსაც (მაგ. ქცევითი მონაცემების შეფასება/დაკვირვება, პროექტიური მონაცემები). 

პროექტიური დაკვირვებისას რესპოდენტებს წარმოსახვით სიტუაციაში ორიენტირებას სთხოვენ, პასუხებიდან კი შესაბამისი დასკვნები გამოაქვთ მათი მოთხოვნილებებისა და გრძნობების  შესახებ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები ანონიმურია.

 

ორიგინალი: https://www.psychologytoday.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.