fbpx

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა


გააზიარე სტატია

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

„ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქცია თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის ინტერნეტბანკის შემდეგ უკვე მობაილბანკით მიიღონ.

„ჩემი საპენსიო დანაზოგის“ ფუნქციით  საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხული სარგებლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი.

„თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა“,  ამბობს  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი.

სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ- ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ- და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება.

 

551 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.