fbpx

ან სემონეს სპა – საუკეთესო ადგილი განტვირთვისა და დასვენებისთვის


გააზიარე სტატია

გაზაფხული დგება და უკვე დროა ზაფხულისთვის სხეულის გაჯანსაღებასა და ფორმაში ჩადგომაზე დავიწყოთ ფიქრი. ზამთრის გადაგორების შემდეგ ყველას გვჭირდება განტვირთვა, დასვენება და სარელაქსაციო პროცედურების გავლა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ხასიათისა და ფსიქოლოგიური განწყობის განმტკიცებაში დაგვეხმარება. თუმცა მთავარი საფიქრალი ალბათ სწორი ადგილისა და მომსახურების შერჩევაა.

არჩევანი შესაძლოა საკმაოდ ფართო მოგეჩვენოთ, თუმცა საუკეთესო მხოლოდ ერთეულ შემთხვევაშია, მაგალითად, „ან სემონეს სპა“ Radisson Blu Iveria-ში. აქ თქვენთვის საუკეთესო, გამაჯანსაღებელი და მშვიდი გარემოა შექმნილი, რათა ძალები აღიდგინოთ და სრულად განიტვირთოთ. სანამ უშუალოდ სერვისზე გადავიდოდეთ, ან სემონეს სპას ინტერიერი უნდა აღვნიშნოთ, რომელიც მასიური ვიტრაჟული ფანჯრებით, მსუბუქი პასტელის ტონებითა და ჰაეროვანი ხედებით გამოირჩევა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ან სემონეს სპაში მარტი ქალთა თვედ გამოცხადდა და საჩუქრად ქალებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ნებისმიერი სახის პროცედურაზე. ასეთი ფასდაკლება  კი ან სემონეს სპაში დასვენების იდეალურ შესაძლებლობას ქმნის.

ერთი შეხედვითაც დარწმუნდებოდით, აქ ყველაფერი ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ დამატებით გეტყვით, რომ 1600 კვადრატულ მეტრზე გაშლილ სპაში სარელაქსაციო, სამკურნალო თუ ფიტნეს-მომსახურებით, საკუთარი თავის გასანებივრებლად ყველანაირი საშუალება არსებობს.

ან სემონეს სპაში შექმნილია მოსასვენებელი სივრცეები, რომელშიც ულამაზეს აუზში ნებივრობის შემდეგ შეგიძლიათ დაისვენოთ. მეტი სიამოვნებისთვის შეგიძლიათ, თერმული და 9 საპროცედურო კაბინეტითაც   ისარგებლოთ, კანის  ფერი კი KLAFS ტიპის სოლარიუმში გაიმუქოთ.

ან სემონეს სპა დაკომპლექტებულია პროფესიონალი თერაპევტებითა და ფიტნეს-ინსტრუქტორებით, რომლებიც დაგეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში, სწორად ვარჯიშში, მოისმენენ თქვენს მოთხოვნებს და გაითვალისწინებენ მათ.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, აქვე შეგიძლიათ შეიაროთ ბარში, აირჩიოთ სასურველი სასმელი, გადაინაცვლოთ აუზის ან მოსასვენებელ ტერიტორიაზე და თბილისის ულამაზესი ხედების ცქერით განიტვირთოთ.

ასე რომ, მარტში ან სემონეს სპა განსაკუთრებულად გელით და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.