ლუდმა “კორონამ” კორონავირუსის გამო 170 მილიონი დოლარით იზარალა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ლუდი “კორონას” მფლობელი კომპანია მიმდინარე კვარტალს ბოლო ათ წელიწადში ყველაზე დიდი დანაკარგებით ასრულებს.
Anheuser-Busch In Bev მსოფლიოში ცნობილი ლუდის ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა – Budweiser, Stella Artois, Beck’s და Corona.
თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა ჩინეთში დაიწყო გავრცელება, კომპანიამ ამ ქვეყანაში 170 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, მაშინ როცა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით პირიქით – დიდი გაყიდვების მოლოდინი ჰქონდათ.
“კორონას” დანაკარგების გამო აღმასრულებელ დირექტორს ჩამოეჭრა ბონუსები და ერთ-ერთი პროგნოზით, მოგების თვალსაზრისით ყველაზე ცუდ კვარტალს ელიან.
კომპანიის აზრით, მოგების მკვეთრი შემცირება უკავშირდება იმას, რომ ჩინეთში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ნაკლები ხალხი დადის რესტორნებსა და ბარებში, რაც მთლიანად ღამის ცხოვრებაზე აისახება. ბევრი დაწესებულება ამის გამო იხურება კიდეც.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებამ “გადამწყვეტ ფაზას” მიაღწია და მთავრობებს ვირუსის თავიდან ასაცილებლად “აგრესიული” ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ორიგინალი: https://www.independent.co.uk/
1,268 total views, 1 views today

