fbpx

200 იაპონური გრავიურა ერთ წიგნში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Emma Taggart

 

თუ იაპონური ხელოვნება გიტაცებთ,  ახლახან Taschen-ის მიერ გამოცემული წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებთ. “იაპონური გრავიურები” (1680-1983) 622 გვერდისგან შედგება და ორი საუკუნის უნიკალურ ხელოვნებაზე მოგვითხრობს. წიგნში სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებსა და მითიური არსებების კაშკაშა გამოსახულებებსაც შეხვდებით.



Taschen-მა სამი წელი დახარჯა იმისთვის, რომ 200 იაპონური გრავიურისგან შემდგარი კოლექცია სოფლის მუზეუმებიდან და ადგილობრივი მოსახლეობიდან მოეგროვებინა. წიგნი 7 თავში ქრონოლოგიურად (1680-დან 1938 წლამდე)  აერთიანებს 89 ხელოვანის ნამუშევარს. დანართში გრავიურების სახელწოდებებისა და მხატვრების ჩამონათვალის გარდა, წიგნის რედაქტორის, ანდრეას მარკსის ჩანაწერებიც გვხვდება, რომელიც მინეაპოლისის ხელოვნების ინსტიტუტის იაპონური და კორეული დეპარტამენტის დირექტორია.



წიგნში შესულია გრავიურის ოსტატების ფართო სპექტრი, ასევე ისტორიები, რომლებიც გამოსახულებათა უკან იმალებიან.  გრავიურებზე კაბუკის მსახიობების, მომხიბლავი კურტიზანების, სუმოს მებრძოლების, ულამაზესი ლანდშაფტებისა და პეიზაჟების გარდა, საზარელ და მოქუფრულ გამოსახულებებსაც შეხვდებით, სადაც დემონები, აჩრდილები, კაციჭამიები და ზებუნებრივი ქმნილებები ცოცხალ არსებებს  ტანჯავენ. ეს განსაცვიფრებელი გრავიურები დღემდე გავლენას ახდენენ იაპონიის მანგაზე, ფილმებსა და ვიდეოთამაშებზე”. – აღნიშნავს გამომცემლობა Taschen.

წყარო: https://mymodernmet.com/

2,082 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.