fbpx

ნახეთ ცნობილი ფილმების სიუჟეტები ოსმალური მინიატიურის სტილში


გააზიარე სტატია

მურატ პალტა თანამედროვე თურქი მხატვარია სტამბოლიდან, რომელიც ცნობილი ფილმების სიუჟეტებს XVI საუკუნის ოსმალური მინიატიურის სტილში ხატავს. (მინიატიურული ხელოვნება, როგორც სახვითი ხელოვნების ფორმა, აბასიანთა მმართველობის პერიოდში ჩაისახა და მიზნად ისახავდა ხელნაწერი ტექსტების ფერწერული და გრაფიკული გამოსახულებებით ილუსტრირებას).

  • Kill Bill. ავტორი მურატ პალტა
  • Terminator 2
  • A Clockwork Orange
  • Inception

ამ მიმართულებით მუშაობის იდეა ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში, სადიპლომო ნაშრომის მომზადებისას გაუჩნდა. აღმოსავლური მინიატიურული მხატვრობისა და დასავლური კინემატოგრაფიის სინთეზით შექმნილმა გამოსახულებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც მხატვარმა თავი ამ სპეციფიკურ ჟანრს მიუძღვნა. 

  • Goodfellas
  • Alien
  • Godfather
  • Harry Potter

კინემატოგრაფიულ-აღმოსავლური მინიატიურების შექმნა არ არის მარტივი პროცესი. მურატ პალტას თქმით, მნიშვნელოვანია გამოსახულებაში შენარჩუნებული იყოს ტრადიციული ოსმალური მინიატიურისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხალიჩის პრინციპი, რაც მკაცრად განსაზღვრულ დეკორატიულ ლოგიკას გულისხმობს – სიმეტრია, რიტმი, მკვეთრი ფერები მკაცრად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, მხატვარი ჯერ ჩანახატს აკეთებს, შემდეგ ასკანერებს, ამუშავებს სხვადასხვა გრაფიკული რედაქტორებით, უმატებს ე.წ. სიძველის ეფექტს და ბოლოს, ბეჭდავს სპეციალურ პიგმენტურ პრინტერზე.

  • Titanic
  • Pulp Fiction
  • Shining

მურატ პალტა მისი შთაგონების მთავარ წყაროდ ირანელთა ნაციონალური ეპოსის – ფირდოუსის „შაჰნამეს“ 1576-1577 წლებში, ისმაილ II-ის (სეფიანთა დინასტიის მესამე შაჰი ) დავალებით გადაწერილი ხელნაწერის მინიატიურებს ასახელებს. ცნობილია, რომ ხელნაწერის ილუსტრირებაზე სამეფო სახელოსნოს ისეთმა მხატვრებმა იმუშავეს, როგორებიც იყვნენ – სადიქ ბეი, ნაქდი, მურად დაილამი, მიჰრაბი და სიაუში (წარმოშობით ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი).

  • „შაჰნამეს“ 1576-1577 წლების ხელნაწერის ილუსტრაცია

„ისლამურმა მინიატიურულმა მხატვრობამ განვითარების ზენიტს XVI საუკუნეში მიაღწია, დროთა განმავლობაში კი სახვითი ხელოვნების ეს საოცარი ფორმა დავიწყებას მიეცა. ვცდილობ, ახალგაზრდებში პოპულარული დასავლური კინემატოგრაფიის დახმარებით კვლავ გავაღვიძო ინტერესი ჩვენი წარსულის მიმართ“, – ამბობს მხატვარი.

  • Scarface
  • From Dusk Till Dawn
  • Batman
  • Mars Attacks

 

978 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.