fbpx

მამაკაცმა ცურვის დროს 3400 წლის ეგვიპტური ქვის ღუზა აღმოაჩინა


გააზიარე სტატია



რაფი ბაჰალულიმ ცურვისას  ზღვის ფსკერზე იეროგლიფები შენიშნა. 

“რამდენიმე მეტრის სიღრმეში  ცურვისას შევამჩნიე [იეროგლიფები], შემდეგ გავაცნობიერე, რაც დავინახე და უფრო ღრმად ჩავყვინთე, რათა შევხებოდი. ეს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ეგვიპტურ ტაძარში შესვლას ჰგავდა”, – განაცხადა მან. 

როგორც შემდგომ გაირკვა, მამაკაცმა რეალურად 3400 წლის ეგვიპტური ქვის ღუზა აღმოაჩინა. Israel Antiquities Authority-ის საზღვაო განყოფილების ხელმძღვანელმა, იაკობ შარვიტმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ღუზა იერუსალიმში მდებარე ისრაელის მუზეუმს გადაეცა, სადაც ის “ემოგლიფის” გამოფენის ფარგლებშია წარდგენილი. რა არის “ემოგლიფი”? ეგვიპტის ძველი დამწერლობის სისტემა ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება. 

ციფრულ ერაში ისრაელის მუზეუმმა ასეთი გამოსავალი იპოვა: 5000 წლის წინანდელი იეროგლიფების უკეთესად გაგების მიზნით, ისინი 21-ე საუკუნის Emoji-ებთან გააიგივა. შირლი ბენ დორ ევიანი, ემოგლიფების კურატორი, ამბობს, რომ ქვა თავდაპირველად უფრო დიდი, ორნამენტული კედლის რელიეფის ნაწილი იქნებოდა.

“ქვა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი – ის ზღვის ფსკერზე, მოცურავემ დაინახა”, – განაცხადა ბენ დორ ევიანმა და თქვა, რომ რელიკვია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. “ეგვიპტური რელიეფი ხელახლა გამოიყენეს, როგორც ქვის ღუზა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მოცურავე გემისთვის”. 

იმ საიდუმლოს გასაგებად, თუ როგორ აღმოჩნდა რელიკვია ისრაელის სანაპიროზე, ბენმა განაცხადა, რომ იგი იმ ეგვიპტური გემისგან განცალკევდა, რომელიც სავარაუდოდ, ჩაიძირა. “ეკიპაჟმა ან ღუზა დაკარგა, ან უბრალოდ გემი ჩაიძირა.”

Jerusalem Post-ის ცნობით, ის ადგილი (ჰაიფას სამხრეთით), სადაც ბაჰალულიმ ქვა აღმოაჩინა, არქეოლოგებისთვის ცნობილი იყო. ქვაზე გამოსახულია მწერლობის ქალღმერთის, სეშატის ხელები.  წარწერაში ნათქვამია: “წიგნების სახლის მფლობელი ქალი”.

ორიგინალი: https://abcnews.go.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.