fbpx

არდადეგები და მოგზაურობა ბავშვის ტვინის განვითარებას უწყობს ხელს


გააზიარე სტატია


ავტორი: Emmi Scott

თქვენ თუ ის მშობელი ხართ, ვისაც სახლში სათამაშოების განუსაზღვრელი რაოდენობა აწუხებს, კარგი ამბავი გვაქვს: ექსპერტები გვირჩევენ, რომ სათამაშოების ნაცვლად არდადეგების შეთავაზება ბავშვების ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.

Telegraph-ის სტატიაში ბავშვთა ფსიქოთერაპევტმა Dr. Margot Sunderland-მა წამოაყენა პოსტულატი, რომლის მიხედვითაც, არდადეგები ბავშვის ტვინის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციაა:ოჯახურ არდადეგებზე თქვენ გენეტიკურად თანდაყოლილ ორ სისტემას ავარჯიშებთ, რომლებიც ტვინის ლიმფურ არეშია მოთავსებული და რომელთა  გააქტიურებაც სახლში არ ხდება. ეს ეს სისტემებია: თამაშის(PLAY) და ძებნის(SEEKING).

სანდერლენდი პროფესორ Jaak Panksepp-ის გამონათქვამს იმოწმებს,  რომელიც ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის წამყვანი ნეირომეცნიერია. სწორედ მან აღმოაჩინა PLAY და SEEKING სისტემები. 

სანდერლენდის მიხედვით, ტვინის PLAY სისტემა აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა შვილს ფეხებს ქვიშაში უფლობთ, როცა შეზლონგზე წამოწოლილს უღიტინებთ ან ზურგით დაატარებთ. ტვინის SEEKING სისტემა მაშინ ვარჯიშდება, როცა ბავშვებთან ერთად პლაჟზე ვსეირნობთ ან ტყეში დავდივართ  ან როცა სოფელში დამალულ განძს ვეძებთ.

ბავშვის ტვინის PLAY და SEEKING სისტემების გააქტიურება ტვინის შუბლის წილის ზრდას იწვევს. ეს ნაწილი კოგნიტურ ფუნქციონირებას, პრობლემის გადაჭრას, ემოციების გამოხატვას, მეხსიერებას, ენობრივ და განსჯის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს. რაც უფრო ხშირად გააქტიურდებიან ეს სისტემები,  მით უფრო განვითარდებიან და გაძლიერდებიან.

არდადეგებზე თქვენს შვილს ახალი ადგილის შესწავლის შესაძლებლობა ეძლევა, რაც ტვინის SEEKING სისტემას ააქტიურებს. ხოლო ოჯახის ყოველდღიური, სტრესული რუტინიდან მოწყვეტა ერთად თამაშისკენ გიბიძგებთ.

კეთილდღეობა და ბედნიერება

ტვინის განვითარების გარდა, PLAY და SEEKING სისტემები თქვენი შვილის ზოგად ბედნიერებასა და კეთილდღეობასაც უწყობენ ხელს. ტვინში ამ სისტემების გააქტიურებით დოფამინი, ოქსიტოცინი და ოპიოიდები გამოიყოფა. ეს ნეიროქიმიკატები  ურთიერთობისას სიახლოვის გრძნობას ამძაფრებენ, ასევე ხსნიან სტრესს და გეხმარებიან გაგრძნობინონ, რომ ყველაფერი კარგადაა.

2017 წლის კვლევის მიხედვით, ერთად გატარებული დრო არის ის, რაც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ისინი უყვართ. კვლევაში, რომელიც The Journal of Social and Personal Relationshipsში გამოქვეყნდა, 18-დან 93 წლამდე ასაკის 495 ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა.  კითხვები ასე იწყებოდა: “ადამიანთა უმრავლესობა მაშინ გრძნობს, რომ უყვართ, როცა…”

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა უმრავლესობას არა საჩუქარი, არამედ ურთიერთობა აგრძნობინებს, რომ ისინი უყვართ.

“ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ პატარა პოზიტიური მომენტები, როგორიცაა კეთილი სიტყვა, ბავშვებთან ურთიერთობა და თანაგრძნობის მიღება, ადამიანებს ყველაზე მეტად აბედნიერებთ.  ამ ყველაფრისთვის კი უდიდეს შესაძლებლობას არდადეგები იძლევა, რადგან ამ დროს ოჯახი ყოველდღიური ცხოვრებისა და ყურადღების გამფანტავი მოვლენებისგან დისტანცირებულია”, – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა Dr. Zita Oravecz-მა.

აჯობებს დაბადების დღის სათამაშოებისთვის გამიზნული ფინანსები ოჯახურ დასვენებას მოახმაროთ. შეგიძლიათ ბებიებსა და ბაბუებსაც სთხოვოთ, რომ ინვესტიცია ბავშვის “საარდადეგებო ფონდში” ჩადონ. მოგონებები, რომელიც თქვენს შვილს ოჯახთან ერთად გატარებული დღეებისგან დარჩება, უფრო დიდხანს გასტანს,  ვიდრე მისი ინტერესი ახალი სათამაშოს მიმართ.


ორიგინალი: Healthy Holistic Living


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.