fbpx

როგორ მოქმედებს რელიგია და სულიერება სტრესსა და ჯანმრთელობაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ჯეიმი ატენი

 

სტრესი არის ის, რასაც ყველა ადამიანი სხვადასხვა გზით გრძნობს მთელი ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. რწმენა კი ის გზაა, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდებიან. ამასთან, ის შეიძლება პიროვნების იდენტობის რთული ნაწილი იყოს.

ნილ კრაუსი მიჩიგანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორია. ნილმა ვრცლად  აღწერა ხანდაზმულ ასაკში რელიგიასა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთობა.  მან კვლევებისთვის მრავალი ჯილდო მიიღო,  მათ შორისაა 2017 წლის კლეიმერის ჯილდო ამერიკის გერონტოლოგიური საზოგადოებისგან, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია.

პირველად როდის დაინტერესდით ამ თემით?

როდესაც  კვლევითი კარიერა დავიწყე,  მთავარი ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან უფროსები მათ ცხოვრებაში წარმოქმნილ სტრესულ მოვლენებს, მათ შორის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასა და ფინანსურ სირთულეებს. ამ კვლევების განმავლობაში ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი რთულ პერიოდში ეყრდნობოდნენ თავიანთ რწმენას. 

ამ სპონტანური კომენტარების განმეორებითი მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ აღარ შემეძლო რელიგიური საკითხების უგულებელყოფა იმ გაგებით, თუ როგორ უმკლავდებიან ასაკოვანი ადამიანები სტრესს. ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა კვლევის ჩატარება ხანდაზმულ ასაკში რელიგიისა და ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც შემდგომ ყველა ასაკის მოზარდებზე განვავრცე.

რაზე გაამახვილეთ თქვენს კვლევაში ყურადღება?

ჩვენ ორი კვლევა ისე დავიწყეთ, რომ არც კი ვიცოდით, რა შედეგი გვექნებოდა. ჩვენი მონაცემები მოიცავდა 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ეროვნული და აღმსარებლობის ნიშნით. მონაწილეებს ვთხოვეთ აერჩიათ ერთ-ერთი შემდეგი განცხადებებიდან: 1)  “ვარ რელიგიური”, 2) “ვარ სულიერებისკენ მიდრეკილი“, 3) “ვარ რელიგიური და სულიერებისკენ მიდრეკილი” 4)  “არც რელიგიური ვარ და არც სულიერებისკენ მიდრეკილი“. 

ამ დასკვნებზე დაყრდნობით,  ნაშრომის პირველი ნაწილი შეიქმნა იმის გასარკვევად, თუ რამდენად უკავშირდება ოთხი რელიგიური / სულიერების კატეგორია ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გვინდოდა ფოკუსირება გაგვეკეთებინა იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ თითოეული ჯგუფის წევრები მნიშვნელოვან სტრესულ მოვლენებს. 

რაც  შეეხება მეორე ნაწილს, ის შეიქმნა იმ ადამიანებზე დაკვირვებისთვის,  რომლებიც შედარებით დაუცველები იყვნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ (რაც პირველ ნაწილში გამოვლინდა). 

ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, იყო თუ არა განსხვავებები ჯგუფებს შორის იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებდნენ თავიანთ რწმენას.  ჩვენ გამოვიკვლიეთ რელიგიის სხვადასხვა “საზომები”, მათ შორის, ეკლესიაში დასწრების სიხშირე, ეკლესიის თანამოაზრე წევრებთან სოციალური ურთიერთობა, სტრესის დასაძლევად რელიგიის გამოყენება და რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სათნოების პრაქტიკა (მაგალითად, თანაგრძნობა, პატიება და თავმდაბლობა). 

ორივე კვლევა უნიკალურია ჩვენი ყოვლისმომცველი ანალიზის გამო, რადგან ისინი დაფუძნებულია დიდ მონაცემებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ყველა ზრდასრულ ადამიანს წარმოადგენს.

რა აღმოაჩინეთ?

პირველი ნაწილის დასკვნები გასაოცარი იყო:  მათ, რომლებმაც თქვეს, რომ “რელიგიურები” იყვნენ, უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ვიდრე პირებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ “სულიერებისკენ მიდრეკილი”, “რელიგიურები და სულიერებისკენ მიდრეკილი” და “არც რელიგიურები და არც სულიერებისკენ მიდრეკილი” არიან. 

ამის საპირისპიროდ, სხვა ჯგუფებში კვლევის მონაწილეებს შორის სხვაობა არ გამოირჩეოდა. ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ჯანმრთელობის სამ შედეგზე: 1) როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას (მაგ., შესანიშნავი, კარგი, საკმარისი ან ცუდი), 2)  დეპრესიის სიმპტომებს, 3) ალკოჰოლის მოხმარებას. 

მეორე ნაწილიც ასეთივე საინტერესო იყო. მონაცემებმა გვაჩვენა, რომ სხვა სამი ჯგუფისგან განსხვავებით, ადამიანები, რომლებიც “რელიგიურები” იყვნენ, უფრო ნაკლები სიხშირით დადიოდნენ ეკლესიაში, ნაკლებად ლოცულობდნენ და არც ისე ხშირად კითხულობდნენ ბიბლიას, მათ ნაკლებად ჰქონდათ პოზიტიური გრძნობები ღმერთთან დაკავშირებით და უფრო მეტად აწუხებდათ ღმერთთან მათი ურთიერთობის ბუნება. რაც მთავარია, ისინი სტრესის დროს შედარებით ნაკლებად ეყრდნობოდნენ რწმენას. 

ნილ კრაუსმა აღნიშნა, რომ უამრავი ადამიანი სტრესული ვითარების გამო სასულიერო პირს მიმართავს. ამ მიზეზით, პასტორალური კონსულტაცია ფსიქიატრიული მკურნალობის სისტემის ძირითადი კომპონენტი გახდა. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ პასტორალური კონსულტაციებისას მეტი ყურადღება დაეთმობა რელიგიაში ადამიანების ემოციურ, სპირიტუალური განცდის მხარეს.

 

ორიგინალი: https://www.psychologytoday.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.