მასწავლებელი ანატომიის გაკვეთილს ადამიანის სხეულის კოსტიუმით ატარებს
მასწავლებლობა იმაზე ძნელია, ვიდრე ეს იმ ადამიანებს წარმოუდგენიათ, ვისაც სწავლების გამოცდილება არ ჰქონიათ.
მასწავლებელმა თავისი მოსწავლეების ყურადღება უნდა მიიქციოს, ახალი მასალა ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი ფორმით მიაწოდოს, ასწავლოს, თუ როგორ უნდა დაუკავშირონ ახალი მასალა უკვე არსებულ ცოდნას და როგორ გამოიყენონ იგი.
ესპანეთის ქალაქ ვალადოლიდში მესამე კლასის მასწავლებელმა, ვერონიკა დუკემ იზრუნა იმაზე, რომ მოსწავლეებს ადამიანის სხეულის აგებულება დეტალურად შეესწავლათ.
ერთ დღესაც მასწავლებელი გაკვეთილზე კოსტიუმირებული შევიდა. კოსტიუმზე ადამიანის სხეულის ნაწილები დეტალურად იყო გამოსახული. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ბავშვებს მის დანახვაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ: “შეცბუნება, ყვირილი, აპლოდისმენტები… ზოგიერთმა თვალებიც კი დახუჭა.”
“უკვე 15 წელია, რაც საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებებს, ასევე ინგლისურსა და ესპანურს ვასწავლი. ერთ დღესაც, შემთხვევით ინტერნეტში – AliExpress-ზე კოსტიუმი ვნახე. ვიცოდი, რომ ბავშვებისთვის რთული იყო შინაგანი ორგანოების წარმოდგენა, ამიტომ ვიფიქრე რომ ეს მეთოდი აუცილებლად უნდა გამომეცადა”.
მასწავლებლის ფოტო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. Tweeter-ზე მას 70 000 მოწონება და 1 800 კომენტარი ჰქონდა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ასეთი მასწავლებელი მსოფლიოში უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე აღნიშნავდა, რომ ეს მასწავლებელი პროფესიისადმი აბსოლუტურ ერთგულებას ამჟღავნებდა.
Muy orgulloso de este volcán de ideas que tengo la suerte de tener como mujer😊😊
Hoy ha explicado el cuerpo humano a sus alumnos de una manera muy original👍🏻
Y los niños flipando🤣🤣
Grande Verónica!!!👏🏻👏🏻😍😍 pic.twitter.com/hAwqyuujzs— Michael (@mikemoratinos) December 16, 2019
ვერონიკა ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობს, კლასში შემოქმედებითი იყოს, რადგან იცის, რომ ბავშვებს მხედველობითი მეხსიერება უკეთ აქვთ განვითარებული და მათ დეტალების დამახსოვრება ვიზუალიზაციით უფრო გამოსდით, ვიდრე მოსმენით ან წაკითხვით.
“დიდი ხანია, რაც ისტორიის გაკვეთილზე ნიღბების გამოყენება დავიწყე, გრამატიკული კატეგორიების: არსებითი, ზედსართავი სახელებისა და ზმნის ასახსნელად მუყაოს გვირგვინებს ვიყენებ. გვირგვინები სხვადასხვა გრამატიკულ სამეფოებს წარმოადგენენ.“
მასწავლებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი პროფესიაა, რამდენადაც მათ მოვალეობაში ბავშვებისთვის ცოდნის გაზიარება და შემეცნებითი უნარების განვითარება შედის.
ვერონიკამ აღნიშნა, რომ უნდა მასწავლებლები აღარ მიიჩნეოდნენ ზარმაც და ბიუროკრატ საჯარო მოხელეებად, რადგან ისინი ასეთები ნამდვილად არ არიან.
ორიგინალი: https://www.healthyfoodhouse.com/