fbpx

ხელოვანმა ძველ, მივიწყებულ ფოტოსურათებს ნაქარგებით ახალი სიცოცხლე შესძინა


გააზიარე სტატია

ავტორი: Margherita Cole

 

თანამედროვე ნაქარგები თანდათანობით ძველი ხელნაკეთობების საზღვრებს არღვევენ და თანამედროვე ხელოვანები უნიკალურ ნამუშევრებს ქმნიან.   კალიგრაფმა და ძაფებით მომუშავე ხელოვანმა Han Cao-მ თავისი ფერადი ნაქარგები ვინტაჟურ ფოტოსურათებთან  გააერთიანა სერიაში – Forgotten Photos.


 ხელოვანი შავ-თეთრ სურათებს კერძო პირებისგან, ანტიკვარიატის მაღაზიებში ან ფლი მარკეტზე ყიდულობს.  თითოეულ ფოტოსურათს იდუმალი შინაარსი აქვს, რასაც ხელოვანი ნემსით და ძაფით გადმოსცემს. “მიზიდავს გამოსახულება, რომელშიც ღრმა შინაარსი იმალება, გამორჩეული სახეები და მარტივი პეიზაჟები, რომლებიც განზომილებისა და ფერის დამატებით  ჯადოსნურად გარდაიქმნებიან”, – ამბობს Han Cao.



ხელოვანი პირდაპირ ორიგინალ ფოტოებზე მუშაობს, რომელთა ზომა ძირითადად 5X7 ან უფრო პატარაა. ნაქარგის დიზაინი იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა არის ფოტოზე გამოსახული. ზოგიერთ სურათზე ხელოვანი ადამიანების სახეებს ყვავილებით  ფარავს, მათ ტანსაცმელს კი მცენარეულ პრინტს უქარგავს, ზოგიერთ სურათს კი გაცრეცილ ფონს გულმოდგინედ უმუშავებს და ამ ადგილებს ფერადი ძაფებით ავსებს. ხელოვანის ერთ-ერთი შთაგონების წყარო მსოფლიო მითოლოგიებია და სწორედ ამიტომ ზოგიერთ სურათზე გამოსახულ ანონიმურ სახეებს ანიმალისტური მახასიათებლები აქვს ამოქარგული.  



ხელოვანის თითოეული ნამუშევარი ერთადერთია. ორიგინალი ნამუშევრების ან მათი პრინტების შეძენა ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ.  უფრო მეტის სანახავად აუცილებლად უნდა ნახოთ ხელოვანის ინსტაგრამის გვერდიც.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.