fbpx

კვირის აფიშა “5WS” — 2-8 მარტი


გააზიარე სტატია

გაეცანით AT.ge-ის შერჩეულ საყურადღებო და საინტერესო მოვლენებს, რომლებიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

“კვირის აფიშა – 5WS” – თქვენი გზამკვლევი კვირის დასაგეგმად. 

ორშაბათი, 2 მარტი

Where? – “ამირანის” ეკრანზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი საბალეტო სიყვარულის ისტორია ბრუნდება. ვისაც ორშაბათი არ უყვარს, რადგან გრძელი კვირის დასაწყისთან ასოცირდება, განწყობა საღამოს სასიამოვნოდ გატარებით  შეგიძლიათ გამოისწოროთ. ჟიზელის კინოჩვენებას შეძლებთ  დაესწროთ ყველა, ვისაც საბალეტო დადგმა არაერთხელ გინახავთ, ან  სულაც არ გინახავთ. ეკრანიდანაც შეიძლება იგრძნოთ ჰარმონია, რომელიც თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

სამშაბათი, 3 მარტი

კარგი ფილმის სანახავად კინოში წასასვლელად მოემზადეთ. ტაიკა ვაიტიტის ფილმის,  “ბაჭია ჯოჯოს”  პრემიერა უკვე გაიმართა, მაგრამ თუ ის დიდ ეკრანზე არ გინახავთ, გირჩევთ ეს შანსი გამოიყენოთ. ფილმში მეორე მსოფლიო ომის სატირი მარტოხელა გერმანელი ბიჭის ისტორიას გვიყვება, მისი სახელია ჯოჯო… და დანარჩენი თავად ნახეთ. 

ოთხშაბათი, 4 მარტი

What? – ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბი – საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. თუ მზად ხართ სიახლეების შეცნობისთვის და ეს თემა გაინტერესებთ, 4 მარტს სასტუმრო “სტამბაში”  “ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობა უკეთესი ბიზნესისთვის”  – საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და LAD Georgia-ს კურსდამთავრებული – გიორგი არველაძე ისაუბრებს.

ხუთშაბათი, 5 მარტი

Gepostet von Tbilisi Photography & Multimedia Museum am Freitag, 21. Februar 2020

 

Who? იუსტინა მელნიკევიჩის წიგნის – „ორი ნაპირი: უკრაინა“ – პრეზენტაცია/სლაიდშოუ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება და ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება. 

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება პანელ დისკუსია წიგნის ავტორთან, ფოტოგრაფ იუსტინა მელნიკევიჩთან და საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორთან, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან ერთად.

პანელ დისკუსია ფოკუსირდება როგორც უკრაინის, ასევე კავკასიის კონფლიქტებზე და ზოგადად იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნების წერა და მათი კითხვა.

პარასკევი, 6 მარტი

Why? სამუშაო კვირისგან გადაღლილებს,  შესაძლებლობა გაქვთ უეცრად სხვა სამყაროში აღმოჩნდეთ და ამ საღამოსგან უამრავი დადებითი ემოცია მიიღოთ.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს 6 მარტს განსაკუთრებული პარასკევი ელოდებათ. ქართველი მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურა, გერმანელი არტისტი  Paul Kalkbrenner  წარდგება. ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ბილეთი, გირჩევთ აღარ გადადოთ და  პარასკევი ახლავე დაგეგმოთ. 

შაბათი, 7 მარტი

Mzesumzira Showcase გაზაფხულის შესახვედრად დედაენის ბაღში გვეპატიჟება. ცივი ზამთრის გაცილებას მეგობრებთან ერთად საღამოს 6 საათიდან შეძლებთ, სადაც Alfreda Stieglitz-ის მუსიკას და ტრადიციულად ლამაზ გარემოს დაგახვედრებენ. 

კვირა, 8 მარტი

When? კვირა საღამო საინტერესოდ შეიძლება გაატაროთ, თუ 20:00 საათზე კინოთეატრ “ამირანს” ესტუმრებით და ერეკლე დეისაძის ლაივ პერფორმანსს დაესწრებით. ცნობილი სიმღერების, განახლებული არანჟირების მოსმენის გარდა,  შეგიძლიათ უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვების” სპეციალურ ჩვენებას დაესწროთ. ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სიუჟეტი ვაჟთა კოლონიაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრების როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის. ეს ისტორია ბევრისთვის შესაძლოა საინტერესო და ემოციური იყოს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.