fbpx

გაშიფრულია 3700 წლის წინანდელი ბაბილონის ფირფიტა, რომელმაც ისტორია შეცვალა


გააზიარე სტატია

ავტორი: Collin Gossel

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში, დოქტორმა დანიელ მანსფილდმა თავის გუნდთან ერთად არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა – ბაბილონის ანტიკური ცივილიზაციის 3700 წლის ფირფიტაზე მათ აღმოაჩინეს იმის  მტკიცებულება, რომ ბაბილონელები ტრიგონომეტრიით იყვნენ გატაცებულები.

ისტორიკოსთა უმეტესობა სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების შესწავლას ბერძნებს მიაწერდა, მაგრამ ეს ფირფიტა იმის უდავო მტკიცებულებაა, რომ ბაბილონელები ამ ტექნიკას ბერძნებამდე 1500 წლით ადრე იყენებდნენ. 

მანსფილდი და მისი გუნდი ამ აღმოჩენით ძალიან ამაყობს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ფირფიტაზე ანტიკური ტრიგონომეტრიის ცხრილია გამოსახული.

“ამ დრომდე დიდი საიდუმლო იყო, თუ რა მიზნით მოათავსეს და დაახარისხეს ძველმა მწიგნობრებმა ეს ციფრები ფირფიტაზე.  ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ “Plimpton 322” ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმებს ტრიგონომეტრიის ახალი მეთოდით აღწერს – არა კუთხეებსა და წრეებზე, არამედ პროპორციებზე დაყრდნობით. ეს არის შთამბეჭდავი მათემატიკური ნაშრომი, რომელიც უჩვეულო გენიას წარმოაჩენს”.


“ფირფიტა ყველაზე ძველი და ამავე დროს ზუსტი ტრიგონომეტრიული ცხრილია, რაც არითმეტიკისა და გეომეტრიის მიმართ ბაბილონელთა სრულიად სხვა  მიდგომას წარმოაჩენს. ამ ყველაფერს თანამედროვე სამყაროსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ბაბილონური მათემატიკა დრომოჭმულია, მაგრამ მას პრაქტიკული გამოყენება გეოდეზიაში, კომპიუტერულ გრაფიკასა და განათლებაში ექნება. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვასწავლის ანტიკური სამყარო რაღაც ახალს”, – ამბობს მანსფილდი.

ფირფიტა წინ უსწრებს ბერძენ ასტრონომს, ჰიპარქეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრიგონომეტრიის მამად მიიჩნეოდა. მანსფილდის თანამშრომელი ნორმან ვიდბერგერი ამბობს:
“Plimpton 322” ჰიპარქეს 1000 წლით  უსწრებს. ეს თანამედროვე მათემატიკურ კვლევაში და მათემატიკურ განათლებაში ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ჩვენ ვხედავთ უფრო მარტივ და უფრო ზუსტ ტრიგონომეტრიას, რომელსაც დიდი უპირატესობა აქვს.

“ბაბილონური ფირფიტების მხოლოდ  მცირე ნაწილია შესწავლილი. მათემატიკური სამყარო მხოლოდ ახლა აცნობიერება იმ ფაქტს, რომ ამ უძველესმა და კომპლექსურმა  მათემატიკურმა კულტურამ შესაძლოა ბევრი ახალი გვასწავლოს.

ზოგიერთი მათემატიკოსი ნამდვილად ფიქრობს, რომ იმდროინდელი ბაბილონური ფირფიტების შესწავლა დღეს ტრიგონომეტრიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

ორიგინალი: https://www.distractify.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.