fbpx

წლის საუკეთესო ლანდშაფტის ფოტოგრაფია: იხილეთ გამარჯვებულების საოცარი ნამუშევრები


გააზიარე სტატია

მსოფლიოს თითქმის 850-მა ლანდშაფტის ფოტოგრაფმა საუკეთესო ნამუშევრები 2019 წლის ლანდშაფტის ფოტოგრაფიის კონკურსში წარადგინა. ჟიურის წევრებმა ფოტოების რაოდენობა 3400-მდე შეამცირეს, რათა საუკეთესო პორტფოლიო და ცალკეული სურათი აერჩიათ.

საუკეთესო პორტფოლიოს ნომინაციაში ლანდშაფტების წარმოუდგენელი სპექტრისთვის პრიზი რუსმა ფოტოგრაფმა ოლეგ ერშოვიმ მიიღო, რომელმაც ინგლისი და ისლანდია გადაიღო. ერშოვმა  ჩინელ ფოტოგრაფს იანგ გუანგს აჯობა, რომელმაც შთამბეჭდავად წარმოადგინა ბადაინ ჯარანის უდაბნოს სურათების კოლექცია.

საუკეთესო ცალკეული სურათის ნომინაციაში ფრაგმა ფოტოგრაფმა მაგალი ჩესნელმა გაიმარჯვა, რომელმაც მარილის ჭაობები გადაიღო გრუსაინში (საფრანგეთი).  გარდა ამისა, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ შემდეგი კატეგორიების ნამუშევრებს: 1) თოვლი და ყინული, 2) აბსტრაქტული აერო, 3) ველური ბუნება, 4) მარტოხელა ხე, 5) ზეციური ღრუბელი.

ყველა გამარჯვებული, ისევე როგორც საუკეთესო 101 ფინალისტი, აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანია ლანდშაფტის ფოტოგრაფია. 

ბრენდონ იოშიზავას ფოტო, რომელშიც მთებზე მოლივლივე SpaceX რაკეტის ბოლია აღბეჭდილი, გვიჩვენებს ადამიანის ზეგავლენას გარემოზე, ხოლო პიტერ ადამ ჰოსზანგის “ომანის შარქიას” უდაბნო ხაზს უსვამს ხელშეუხებელი ბუნების ჩუმ ძალას.

საუკეთესო პორტფოლიოსა და ცალკეული სურათის სამმა გამარჯვებულმა ფულადი ჯილდო $10000 გაიყვეს, სპეციალური კატეგორიის გამარჯვებულებმა კი ერთი მეტრის ჩარჩოიანი პრინტი მიიღეს. 101-ივე ფინალისტის ნამუშევრები “ყოველწლიური საერთაშორისო ლანდშაფტის ფოტოგრაფის” წიგნში მოხვდება, რომელსაც Momento Pro ამზადებს გამოსაცემად.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.