fbpx

მერაბ ნინიძე ნეტფლიქსის ახალ სერიალში თამაშობს


გააზიარე სტატია

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალური სეზონის გარდა კიდევ ერთ სერიალში გამოჩნდება. მსახიობი მონაწილეობას იღებს ნეტფლიქსის ახალ სერიალში Freud, რომლის პრემიერაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე შედგა.

 

სერიალის სიუჟეტი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. შოუს შემქმნელი რეჟისორი მარვინ კრენია, მთავარ როლს კი ცნობილი ავსტრიელი მსახიობი რობერტ ფინსტერი ასრულებს.

რაც შეეხება ნინიძის პერსონაჟს, ქართველი მსახიობი ნეტფლიქსის სერიალში ფროიდის მასწავლებლის იოზეფ ბროიერის როლს თამაშობს.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ შოუს პირველ სეზონში სულ 8 ეპიზოდი იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.