fbpx

სასტუმროში ყოფნის პერიოდში სტუმრებს საშუალება აქვთ ძაღლებზე იზრუნონ


გააზიარე სტატია



ავტორი: Rokas Laurinavičius, Denis Tymulis

სასტუმროში დარჩენა მოგზაურობისას ზოგჯერ შესაძლოა მოსაწყენიც კი გახდეს. მოწყენილობის გაფანტვა და სიცარიელის შეგრძნების ჩახშობა ხშირად  ტელევიზორს და მინიბარსაც კი არ შეუძლია. თუმცა მისისიპის ერთ-ერთმა სასტუმრომ სტუმართა მარტოობის განსაქარვებლად გამოსავალს მიაგნო.

სასტუმროში (Home2 Suites by Hilton Biloxi North/D’Iberville) პროგრამა  Fostering Hope 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში სასტუმროში თავშესაფრიდან ძაღლები მოჰყავთ და სტუმრებს საკუთარ ოთახებში უსაყვარლესი შინაური ცხოველების ყოლისა და მათზე ზრუნვის საშუალება ეძლევათ.  უფრო მეტიც, თუ სტუმრები ძალიან მოიხიბლებიან ძაღლებით, მათ შეუძლიათ, რომ თან წაიყვანონ კიდეც.

ამ მეთოდით თავშესაფარში სხვა ძაღლებისთვის ადგილები თავისუფლდება და ბევრი ძაღლისთვის იზრდება შანსი, რომ მათ ახალი ოჯახი იპოვონ.  რამდენადაც სასტუმრო გრძელვადიანი ვიზიტებისთვისაა განკუთვნილი (ზოგიერთი სტუმარი თვეობით რჩება), ის ამ ინიციატივისთვის იდეალური ადგილია.

ამ ბრწყინვალე პროგრამის შექმნის იდეა სასტუმროს გაყიდვების დირექტორს, ტერეზა ჯონსტონს ეკუთვნის. “ჩვენ უამრავი სტუმარი გვყავს, რომლებიც სასტუმროში ხანგრძლივი დროით რჩებიან. ვხედავდი, რომ ისინი მარტოსულები იყვნენ და ამიტომ გადავწყვიტე, შემევსო მათი სიცარიელე და ამავე დროს, დავხმარებოდი საზოგადოებას. ადამიანებს ცხოველები უყვართ და ჩვენ ბევრი სტუმარი გვყავს, ვინც სასტუმროში დარჩენა სწორედ ამ პროგრამის გამო გადაწყვიტა”, –  აღნიშნა მან Bored Panda-სთან საუბრისას.

თუ სტუმრები ცხოველის თან წაყვანას გადაწყვეტენ, მათ სასტუმროში განაცხადი უნდა შეავსონ და 50 აშშ დოლარი გადაიხადონ. 
ამ დროისთვის სასტუმროდან უკვე 34 სტუმარი წავიდა “შვილობილთან” ერთად.

გაყიდვების დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია: “საჭიროა ძლიერი გუნდი და ადგილობრივ თავშესაფართან თანამშრომლობა, რათა ყველა ცხოველისთვის გამოიძებნოს სახლი. გიყვარდეთ  ის, რასაც აკეთებთ!



ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.