fbpx

იტალიის მივიწყებული ეკლესიების საოცარი ფოტოები


გააზიარე სტატია

ავტორი: Andy Schwetz, Vėjūnė Rimašiūtė

ბევრ ქვეყანაში ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანების ცხოვრებაში. ტაძრები სიმშვიდის, კარგი განცდისა და კომფორტის ადგილია. ისინი ამავდროულად, შეუდარებლად წარმოაჩენენ ურბანულ ლანდშაფტს. ზოგიერთ მათგანს, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინაა აგებული, განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, ტაძრებსაც აქვს ე.წ. ვადა, რომელიც დროთა განმავლობაში, გასდის.

იტალია რელიგიური ქვეყანაა, სადაც ბევრ ძველ, მივიწყებულ ეკლესიას ნახავთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ბუნებრივი კატასტროფებიცაა. როდესაც ნაგებობის ღირებულება რელიგიას სცდება, სამწუხაროა მათი ასეთ მდგომარეობაში ხილვა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილი შედევრია.

#1. სინათლისკენ

ტბის კუნძულზე დაფარული მშვენიერება. შიგნით გამეფებული სიბნელის გამო ფოტოს გადაღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

 

#2. რვაკუთხედი

ეს სამლოცველო სხვებისაგან თავისი რვაკუთხოვანი ფორმით გამოირჩევა. ტაძრებს ხშირად ასე აშენებდნენ, თუმცა მისი სივიწროვიდან გამომდინარე, ასეთი ფორმა გასაკვირია. გვიმრებმა კი ნამდვილად გამირთულეს საქმე.

#3. მონასტერი

უზარმაზარი შენობა, რომელიც საავადმყოფოს ეკუთვნოდა, თავისი სიმაღლითა და ფერებით გვაოცებს.

 

#4. წმინდა ნათელი

მზის სხივებში მოლივლივე მტვრის ნაწილაკები ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.

 

#5. წმინდა დისკო

როცა მზე ამ მივიწყებული ტაძრის ფანჯრებს მიადგება, სინათლის თამაშის საოცარ მომენტს შეესწრებით.

 

#6. თესლი

ბუნება კვლავ ქმნის საოცარ ხედებს.

 

#7. შეშლილთა ბაღი

ყველაზე მშვენიერი ეკლესია, რომელიც ამ დრომდე მინახავს, აშენებულია ძველ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

 

#8. უკანასკნელი დღეები

ეს ძველი ეკლესია ძლიერ მიწისძვრას გადაურჩა. რამდენიმე ბზარით ამაყად დგას და ელოდება მას, ვინც ამ ადგილას ისევ დაუკრავს.

 

#9. წყარო

ეკლესიის ბედი მართლაც უნიკალურია. იგი ასევე ცნობილია, როგორც “ჩაძირული ეკლესია” ან “ეკლესია წყალში”. მეცხრამეტე საუკუნეში მიწის ნაკვეთმა, რომელზედაც ეკლესია იდგა, ჩაძირვა დაიწყო. მიწისწვეშა წყარომ ეკლესია დატბორა, რის გამოც მისი მიტოვება მოუხდათ.

 

#10. საფლავთა მთხრელნი

ბილიკის გვერდით შემთხვევით პატარა ეკლესია შევნიშნეთ. ეკლესიაში რომ შევედით, დავიშოკეთ, რადგან მიწაზე ძვლები აღმოვაჩინეთ. სავარაუდოდ, ეს ხალხი აქ მსახურობდა.

 

#11. საიდუმლო

ამ ეკლესიაში გათხრები დიდი ხნის წინ ჩატარდა, მაგრამ სავარაუდოდ, ფინანსური მიზეზების გამო კვლევა შეჩერდა. განსაკუთრებით საინტერესოა კარგად შემონახული ნახატები.

 

#12. დიდება არასდროს ქრება

ეს ტაძარი მიწისძვრის კიდევ ერთი ისტორიული მსხვერპლია. ამ ეკლესიაში შესვლა ისეთივე საშიში იყო, როგორც ბანქოს სახლში. ეს ჭაღი კი ნამდვილად სასწაულია.

 

#13. სიმწვანე

სასაფლაოზე მდგარი თეთრი ლამაზმანი ელოდება, როდის აღადგენენ.

 

#14. პატარა და მშვენიერი

ამ პატარა საგანძურს ვერ აღმოვაჩენდი, ფანჯარას რომ არ გაეცა იგი. გაცრეცილ გარემოში ინტენსიური ლურჯი საოცარ კონტრასტს ქმნის.

 

#15. კონსტრუქციის ქვეშ

რამდენიმე წლის განმავლობაში აქ სამაშველო საქმიანობა მიმდინარეობდა, რაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ გაგრძელდა.

 

#16. ედემი

როდესაც წლების წინ ეკლესიის სახურავი ჩამოიშალა, მასში დედაბუნება “დასახლდა”.

 

#17. თავის ქალები და ძვლები

რღვევა ზოგჯერ დაფარულ საგნებსაც ავლენს. შესაძლოა მოულოდნელად დამარხული ძვლებიც აღმოაჩინო.

 

#18. ნება მომეცი განვისვენო

ეს ეკლესია ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა და მას მხოლოდ მძარცველები თუ სტუმრობენ.

 

#19. მეფე

ეს ეკლესია 1980-იან წლებშია აგებული

 

#20. ამომავალი მზე

ეს საოცარი მიტოვებული ეკლესია იტალიის სამხრეთშია. სწორედ ის გახდა ჩემი მოთხრობის შთაგონება.

 

#21. მეტი, ვიდრე რელიგია

რელიგიური არ გახლავართ, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მხატვრული ნამუშევრებითა და სიმბოლიზმით.

 

#22. რა ხდება?

ამ პატარა სამლოცველოს მხოლოდ მაშინ ნახავთ, თუ მისი არსებობის შესახებ იცით. ეს სამლოცველო ბეტონის შენობებს შორის იყო მოთავსებული. იქ არსებული ორი ქანდაკება დაზიანებულია.

 

#23. ანგელოზის ფრთები

ამ ძველ მონასტერში განსაკუთრებით ორი პატარა ანგელოზით მოვიხიბლე, რომლებიც თითქოს მნახველებს აკვირდებიან.

 

#24. ქრისტეს ტანჯვა

ამ ტაძარში იესოს ნატურალური ზომის ქანდაკებაა მოთავსებული.

 

#25. თავმოკვეთილი

ეს პატარა ეკლესიაც ძალიან განსხვავებული იყო

 

#26. წმინდა რიტა

სამწუხაროდ, წმინდა მარიამის ქანდაკებამ თავი დაკარგა, მაგრამ ეს ეკლესია აუწერელი სილამაზისაა.

 

#27. მეექვსე ოჯახი

ზოგჯერ სასწაულებრივად გადარჩენილ ძველ რელიგიურ რელიკვიებს ვპოულობ.

 

#28. უკან, ფესვებისკენ

1980-იან წლებში ეს ეკლესია მიწისძვრის შედეგად დაიშალა, ახლა კი ხეების ფესვები ანგრევენ.

 

#29. მარმარილოს სიზმარი

გახსოვთ თავის ქალა? ეს ეკლესია მისთვის შესაფერისი ადგილი იქნებოდა.

 

#30. ძმობა

სალოცავი ოთახი ძველ მონასტერში

 

#31. უპირველეს ყოვლისა

ეს ძველი ეკლესია მთაზე მდებარეობს. სანამ ბოლომდე ავიდოდი, გზად ორი იტალიელი ქალი შემხვდა და გული სიამაყით ამევსო.

 

#32. LandLords

უფრო დიდ ვილებს საკუთარი სამლოცველოები ჰქონდათ, უფრო ხშირად – რამდენიმეც კი. ეს ოდესღაც დიდებული სამლოცველო ქალაქის სასახლეს ეკუთვნოდა.

 

#33. ცისფერი საკურთხეველი

ეკლესიები მინდვრებშიც იყო, ასე რომ იქ მომუშავეებს დიდი გზა არ ჰქონდათ გასავლელი, სანამ ტაძარში სალოცავად მივიდოდნენ. 

 

#34.San Guiseppe

მიწისძვრამ  ეს ტაძარი თითქმის  გაანადგურა.

 

#35. მცოცავი

არ ვიცი, ეს ეკლესია როდის დაინგრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საუცხოო ფერი ჰქონდა. 

 

#36. ვერდიგრისი

მოჩვენებათა ტაძარში ვერდიგრისი სრულიად ახალ კედლის ფერს ქმნის. 



ორიგინალი: https://www.boredpanda.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.