fbpx

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა


გააზიარე სტატია

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა, საქართველოში ახალი კორონავირუსის მომდევნო, რიგით მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. 

ინფიცირებული იტალიაში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სხვა პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა. 

პაციენტი საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდა, რა დროსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მაღალი სიცხის დაფიქსირების შემდეგ კი ინფექციურ საავადმყოფოს თავად მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე ვირუსის გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

ამ დროის მონაცემებით მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში, ინფიცირების 88 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.