fbpx

კორონავირუსის გამო შესაძლოა კანის კინოფესტივალი აღარ ჩატარდეს


გააზიარე სტატია

კორონავირუსმა უკვე მსოფლიოს 80-მდე ქვეყანას შეუქმნა პრობლემები და გამონაკლისი არც საფრანგეთი აღმოჩნდა.

Variety-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კანის კინოფეტივალი შესაძლოა წელს დაგეგმილ დროს, 12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, აღარ ჩატარდეს. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ მსოფლიოში გამძვინვარებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც შესაძლოა 5 ათასი ან მეტი ადამიანი დაესწროს, უმჯობესია, რომ გაუქმდეს. მსგავსი შეზღუდვა 31 მაისამდე გასტანს, რაც პირდაპირ უქმნის „საფრთხეს“ ფესტივალის ჩატარების განრიგს.

მსგავსი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 29 თებერვალს გამოსცა, თუმცა, მოგვიანებით კორექტირდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის თითოეული რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება უფლებამოსილია ვირუსთან საბრძოლველად დამატებითი ზომები და აკრძალვები შემოიღოს.

შეგახსენებთ, რომ წელს კანის რიგით 73 კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი სპაიკ ლი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ფესტივალის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.