fbpx

ახალი ზელანდიის ავიაკომპანია ეკონომკლასის მგზავრებს საწოლებით უზრუნველყოფს


გააზიარე სტატია

 

თვითმფრინავის სავარძელში ჯდომა ზოგჯერ არც ისე კომფორტულია. ალბათ ხშირად გიოცნებიათ ხანგრძლივი რეისების დროს თბილ საწოლზე, რომელშიც გემრიელად დაიძინებდით და დროც მალე გავიდოდა. 

ახალი ზელანდიის ავიაკომპანია მომხმარებლებისთვის ამ ოცნების ახდენას ცდილობს, მათი ინიციატივა კი Skynest-ის სახელითაა ცნობილი. Skynest-ის შემადგენლობაში იქნება ექვსი 200 სმ სიგრძისა და 58 სმ სიგანის  საწოლი, რომლებიც სამ ან ორ დონეზე განთავსდება. 

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, მაიკ ტოდის განცხადებით, პროდუქტი ხანგრძლივი რეისების  შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ოკლენდიდან ნიუ-იორკის მიმართულებით, რომლის ავიახაზიც მომდევნო წელს დაემატება და ფრენა 17-საათსა და 40-წუთს გაგრძელდება. 

მომხმარებლებისთვის Skynest-ის ღირებულება ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ის არ შევა თვითმფრინავში ადგილის დაჯავშნის ფასში. ამასთანავე, საწოლების დაჯავშნა შესაძლებელი იქნება არა მარტო მთელი ფრენის, არამედ გარკვეული დროის  განმავლობაშიც, თითოეული სესიის შემდეგ კი ეკიპაჟი თეთრეულს გამოცვლის. 

ინიციატივის დანერგვამდე ავიაკომპანიას სპეციალური ლიცენზია სჭირდება, მისი მოპოვების შემთხვევაში კი სხვა ავიაკომპანიებსაც ექნებათ Skynest-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

ახალი ზელანდია არ არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს. გასულ წელს Collins Aerospace-მ “თვითმომსახურების სოციალური ზონა” დანერგა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური დასალევი/წასახემსებელი ბარები შეიქმნა მგზავრების სოციალიზაციისთვის.  “თვითმფრინავის ინტერიერის ინოვაციის” ნომინაციაში კომპანიამ 2019 წელს Crystal Cabin-ის ჯილდო მოიპოვა.

ორიგინალი: https://www.theguardian.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.