fbpx

თეზი გაბუნიას “დატბორილი ლუვრის” ვიდეო არმორი შოუს ჰიტად იქცა


გააზიარე სტატია


ავტორი: Sarah Cascone

 

თეზი გაბუნიას “დატბორილი ლუვრი” კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს წარმოაჩენს.

ვიდეოში კატასტროფაა ნაჩვენები: საგამოფენო დარბაზის იატაკი ნელ-ნელა წყლით იფარება…   წყლის დონე თანდათანობით იმატებს და საბოლოოდ, ლუვრში, დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ საკრალურ დარბაზში განთავსებული ისტორიული შედევრები წყლით იფარება. ეს ვიდეო უბრალოდ ხელოვნების ნაწარმოებია, ამგვარი რამ მოვლენა პარიზში ჯერ არ მომხდარა, მაგრამ კლიმატის ცვლილების საფრთხეების ზრდასთან ერთად, შესაძლოა მომავალში მსგავსი მოვლენა მართლაც დაფიქსირდეს.

“2 წლის წინ ლუვრი ძალიან ძლიერი წვიმის შედეგად მართლაც დაიტბორა”, –   განაცხადა ArtNet-თან საუბრისას ალბერტ კორნფილდმა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმ დროს 35 000 ნამუშევარი ზედა სართულზე გადაიტანეს. წყალდიდობისას არაფერი დაზიანებულა, თუმცა ქართველმა მხატვარმა თეზი გაბუნიამ უარესი წარმოიდგინა და ლუვრში წყლის დონე რამდენიმე მეტრით ასწია.  ნამუშევარი “ლუვრის დატბორვა” წარმოადგენს გაფრთხილებას,  როგორც კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულ საფრთხეების, ასევე ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ.


“ეს ფანტასტიკაა, მაგრამ შეიძლება იყოს სინამდვილე. ხალხი ხედავს ამას და ამბობს: სად არის ეს?  ვენეციაა? როდის მოხდა?”, – ამბობს კორნფილდი.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი წყლის ქვეშ და განადგურებული ისტორიული შედევრების ხილვა შემაშფოთებელია. ნამუშევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ ლუვრი, დასავლური ცივილიზაციის არქივი, საფრთხის ქვეშ იმყოფება, მაშინ კლიმატის ცვლილება თითოეული ჩვენგანისთვის სასიკვდილოდ სერიოზულია.

ნიუ-იორკის არმორი შოუზე თეზი გაბუნიას ნამუშევარი ერთ-ერთი გამორჩეულია და ვიზიტორების  ყურადღებას იპყრობს. “Breaking News” ვიდეოსა და მასშტაბური მაკეტისგან შედგება. ფინალურ  ნაწილში დიორამის კომპონენტის გამოყენებით გაბუნია ვიდეოს ავთენტურობის შესახებ ნებისმიერ ეჭვს გამორიცხავს.


გამოფენის გახსნის დღეს ნამუშევრის ერთი ნაწილი 29 000 ევროდ გაიყიდა. ერთ-ერთი კოლექციონერი მხოლოდ ვიდეოს ნაწილის ყიდვას ცდილობდა, მაგრამ გალერეამ ამაზე უარი განაცხადა. “მაკეტი მთლიანი ნამუშევრის განუყოფელი ნაწილია. მხოლოდ ვიდეო შესაძლოა შეცდომით რეალურ მოვლენად აღიქვან, მით უმეტეს, თუ იგი სოციალურ ქსელში გავრცელდება”, – აღნიშნა კორნფილდმა.


მახვილგონივრულია, მაკეტი იძირება, მუდმივად სველდება და შრება. ეს არის საშინელება, მუდმივი მარყუჟი. გაბუნიამ, რომელიც  ასევე არქიტექტორია, უკვე შექმნა ლუვრის მედიჩების გალერეა, რომელიც რუბენსის მარია მედიჩის ნახატების ციკლს მასპინძლობს 2016 წლის სერიის ფარგლებში (შეყავი თავი გალერეაში). სიურეალისტურ ფოტოებზე ცნობილი სახელოვნებო სივრცე გიგანტური თავით ირღვევა, რომელიც ექსპოზიციებში იყურება.

ამჟამად გაბუნია გალერეა კორნფილდსა და ვინდოუ ფროჯექთთან ერთად  მაისში თბილისის ხელოვნების ბაზარზე გამოფენისთვის ემზადება. მასიური სივრცე  65 ფუტის სიგრძის იქნება და წყლით დაიტბორება.

“მას უნდა, ვიდეო რეალობაში გადაიღოს”, – აღნიშნავს კორნფილდი.

“Breaking News” წარმოადგენს შემაშფოთებელ სცენას, კორონავირუსის მზარდი ეპიდემიის კონტექსტში, რომელიც გამოც წინა კვირაში ლუვრი დაიკეტა. ეს ნამუშევარი ნამდვილად მოქმედებს ცნობიერებაზე და საზოგადოებაში მზარდ ეგზისტენციალურ შიშს ეხმიანება, რომლის დროსაც  დაავადებებს, პოლიტიკურ გაურკვევლობებსა და პლანეტის ცვალებად საფრთხეებს ვეჯახებით.

 


კლიმატის ცვლილების საფრთხე და კორონავირუსი უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე თქვენ  წარმოგიდგენიათ. “ვიცით, რომ ეს აქ არის, განვიხილავთ, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ მაინც ვცდილობთ თავი დავარწმუნოთ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. “Breaking news” კი ამ ყველაფერს დრამატულად წარმოგვიჩენს”, – აღნიშნავს კორნფილდი.


ორიგინალი: https://news.artnet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.