fbpx

გაზაფხულის მახარობელი ნუშის ხეები თბილისში – რიტუალები, კულტურა და სახელმწიფო პროგრამები


გააზიარე სტატია



თბილისში გაზაფხულის მოსვლის პირველ მახარობლებად ნუშის ხეები ითვლება. 

ყველაზე ცნობილი ორი ნუშის ხე, რომლებიც ერთმანეთს “ეჯიბრებიან”, რომელი გამოიტანს პირველ ყვავილს და კვირტებს, ვაკესა და საბურთალოზე, მზიურის პარკის ჩასასვლელთან და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დგას. ამ ორს შორის უფრო ადრე საბურთალოს ნუშის ხე ყვავის ხოლმე. წელსაც ასე მოხდა. 

“ტფილისის ჰამქრის” წევრი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ნუშები თბილისის გამწვანებისთვის ტიპური ხე არ ყოფილა, ის უფრო გამოსაკლისს წარმოადგენს ქალაქში არსებული ხეებიდან და ამიტომაც კიდევ უფრო ადვილად იქცევს ყურადღებას. 

მისი თქმით, “მზიურის” ნუშის ხე ჯერ კიდევ იმ დროის ნაშთია, როდესაც ამ ტერიტორიაზე პარკის გაშენებამდე კერძო სახლები და ხეხილის ბაღები იყო.  

ტექნიკურ უნივერსიტეტთან მდგარი ნუშის ხის წარმომავლობის ამბავი კი ბუნდოვანია და ამ ტერიტორიისთვის უფრო მოულოდნელიც,  ვიდრე მზიურის ნუშის შემთხვევაში. 

თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ნუშის ხეების სიჭარბე თვალსაჩინო არასოდეს ყოფილა, არსებობს ნუშის ქუჩა. ამ ქუჩას თუ მოძებნით ინტერნეტში, google გეტყვით, რომ მათი ბინადრები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოუწყობელი ინფრასტრუქტურით  იტანჯებიან. არადა, ნუშის  ხე სხვადასხვა კულტურაში გავრცელებული წარმოდგენებისა და რწმენის მიხედვით ნაყოფიერების, ბედნიერების სიმბოლოა. 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისისთვის ნუშის ხე ტიპური არ ყოფილა, საქართველოს რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით სამხრეთში, მას არსებობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ბოტანიკურ ბაღში კი ხორციელდება ქართული ნუშის ნერგების კონსერვაციის პროგრამა, რომლის შედეგად გამოყვანილი ნუშის ხეებიც სხვადასხვა ადგილას დაირგვება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.