fbpx

ირმა შარიქაძის სერიგრაფიული ნამუშევრები


გააზიარე სტატია

გალერეა-სახელოსნო LIFE- N-STYLE-ში ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ირმა შარიქაძემ პირველი სერიგრაფიული ნამუშევრები წარადგინა. სერიგრაფია ეს არის ტექნოლოგია, რაც აბრეშუმით ბეჭდვას გულისხმობს. 

სერიგრაფიის ტექნიკა, პროცესი და შედეგიც ძალიან ექსპერიმენტულია, პრინტი  ნამუშევრის რამდენიმე (10-20) ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი ორიგინალად ითვლება. აბრეშუმით ბეჭდვა Silkscreen Printing

სერიგრაფია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ამ ბეჭდურ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებდნენ  დიდი მხატვრები – Picasso, Dali და Warhol. დღეს სერიული გრაფიკის გამოყენებით დამზადებული რეპროდუქციები და ორიგინალური დაბეჭდილი გრაფიკა  გლობალური ხელოვნების ბაზრის 65-75%-ს იკავებს.

თუმცა ბოლო წლებში ხელით ბეჭდვა – სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს.

ირმა შარიქაძე:

“დიდი მადლობა გალერეას, ძალიან საინტერესო იყო პროცესი ნამუშევარის არჩევიდან საბოლოო შედეგამდე, ანუ გამოფენამდე. ესკიზის გაკეთების მერე ფოტოს ორიგინალიდან  ყველა ფერი ცალ-ცალკე ფირზე უნდა ამომეხატა და დასხივების ტექნოლოგიით ჩარჩოზე დამაგრებული აბრეშუმის წვრილ ბადეზე გადაგვეტანა. 

შემდეგ ყველა ფერის ცალ-ცალკე დატანა ხდება ქაღალდის ან ქსოვილის ზედაპირზე და პარალელურად ბადეები ირეცხება, ანუ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია.  შედეგი ფანტასტიკური გამოვიდა, თუმცა სრულ პროცესს ძალიან დიდი დრო სჭირდება. მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო სერიგრაფიული პორტრეტების სერიაზე მუშაობა”. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.