fbpx

რა ორგანიზმებს “მალავს” და როგორ გამოიყურება ზღვის წყლის 25-ჯერ გაზრდილი წვეთი?


გააზიარე სტატია

თუ ამ ზაფხულს ზღვის სანაპიროს ესტუმრებით, ვიმედოვნებთ, რომ წყალთან ფრთხილად იქნებით. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ის საზიანოა, არამედ იმიტომ, რომ წყლის ერთ წვეთშიც კი მრავალი პატარა ორგანიზმი ცოცხლობს. 

თითოეული შხეფის შესხმისას შეიძლება უამრავი პატარა ეკოსისტემა გადაგეყლაპოთ. 

დევიდ ლიტჩვაგერის სურათის ნახვისას შეგეშინდებათ, რადგან ზღვის ერთ წვეთშიც კი, როგორც ჩანს,  ბევრ რამეს შევხვდებით: ზოოპლანქტონი, ჭიები, თევზის კვერცხები, ბაქტერიები და ა.შ.

მიზეზი, რის გამოც ეს ორგანიზმები თქვენთვის ხილული გახდა, არის ის, რომ ფოტოგრაფმა წყლის წვეთი  25-ჯერ გაადიდა. როგორც დევიდი აღნიშნავს, ყურადღების უკეთ გასამახვილებლად წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა,  მხოლოდ 60 მმ-იან პეტრის თეფშს ფარავს. ამას 15 წვეთი წყალი სჭირდება, მაგრამ ჩვენ მთლიანი ნიმუშის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ვხედავთ.

ორიგინალი: http://canyouactually.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.