fbpx

Microsoft-მა Windows 10-ის ახალი ფერადი აიკონები შექმნა


გააზიარე სტატია

 

 

Microsoft-მა ახალი აიკონების სერია შექმნა, რომელიც Windows 10-ის ოპერატიულ სისტემას ყველასგან გამორჩეულს ხდის. პირველ ეტაპზე რამდენიმე ახალი ეკრანის „ჩაშენებული“ აიკონი გამოჩნდა, თუმცა თვის მანძილზე განახლებული დიზაინის მთელი სერია გველის.

Windows-ის სისტემაში დღემდე არსებობს გარკვეული აიკონები, რომელთა დიზაინი ათწლეულების წინ შეიქმნა. Microsoft-ის მიზანია შექმნას ახალი ვიზუალური კონცეპტი, რომელიც დღევანდელობაზე უფრო მეტად იქნება მორგებული, მარტივი სტილითა და საინტერესო კონცეფციით. 

ამის პირველი მცდელობა იყო 5 წლის წინ, როდესაც Windows 10-ის სისტემაში პირველად გამოჩნდა განახლებული აიკონები. მცდელობა არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა App-დეველოპერებსა თუ Windows 10-ის მომხმარებლებში. 

მიზეზი აიკონების მონოქრომული დიზაინი იყო, რომელიც ფერად კონცეფციასთან ვერ ინტეგრირდა. როგორც კრისტინა კოენი, Microsoft-ის ერთ-ერთი მთავარი დიზაინერი ამბობს: „ბრტყელი, მონოქრომული აიკონები Windows-ის სხვადასხვა ფერადი ობიექტის დიზაინს ნამდვილად მოუხდა, თუმცა ძირითად ფერად ფონთან ინტეგრაციას დახვეწა ესაჭიროება“.

Microsoft ასევე, აქტიურად მუშაობს საერთო „მასშტაბური“ დიზაინის შექმნაზე, რომელიც მისი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ცნობილია. კერძოდ, ის აპირებს Microsoft-ის სხვადასხვა პლატფორმაზე (Windows, iOS, Android, macOS) ერთი და იგივე სტილის დიზაინის გამოყენებას. მთავარი მიზანი ყველა სივრცის ერთი კონცეფციის ქვეშ გაერთიანებაა.

Microsoft პატივს სცემს თავის მემკვიდრეობას, თუმცა ეს მას განვითარებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში ხელს არ უშლის. Microsoft-ის დიზაინის ჯგუფმა უამრავი დიზაინ-მიმართულება გამოიკვლია მხოლოდ იმისთვის, რომ კალკულატორის აიკონის დიზაინი შეექმნა.

საინტერესოა იმის ნახვა, თუ რამხელა ძალისხმევას დებს გიგანტი კომპანია ისეთი მარტივი რაღაცის ევოლუციისთვის, როგორიც გამომთვლელი მანქანის აიკონია.

„Windows ახალი აიკონების ნახვა დღეიდან შეგეძლებათ, წინ კი მთელი თავგადასავალია“, – ამბობს კოენი. საგულისხმოა, რომ თითოეულ განახლებულ დიზაინში წინამორბედის ანარეკლი იკვეთება.

ორიგინალი: https://www.theverge.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.