fbpx

10 შთამაგონებელი ფილმი ქალებზე


გააზიარე სტატია

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თითოეული ჩვენგანი ვიხსენებთ იმ ქალებს, რომლებმაც ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და სხვებისთვისაც მისაბაძ მაგალითებად იქცნენ.

რეალურ გმირებთან ერთად კი შეგვიძლია ის შთამაგონებელი ფილმები გავიხსენოთ, რომელთა სიუჟეტიც მებრძოლი, შეუპოვარი ქალების ირგვლივ ვითარდება და მათი სიმამაცე ჩვენთვისაც გადამდებია რეალურ ცხოვრებაში.

ფილმების ჩამონათვალი ქალებზე, რომელთა ნაწილიც რეალურ ამბებეზეა დაფუძნებული და რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ასეთია:

 

Hidden Figures (2016)

ბიოგრაფიული დრამა, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, კულისებში მყოფ მეცნიერ ქალებზე მოგვითხრობს, რომლებმაც მოახერხეს და ნასას არსებობის ისტორიაში საკუთარი, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

შავკანიანი ქალები, რომლებსაც საზოგადოება არაერთი ნიშნით ავიწროვებდა, არჩევანს მიზანდასახულობასა და სიმამაცეზე აკეთებენ. შედეგად კი მათ მიღწევებს დიდი აღიარება მოჰყვა.


Little Women (2019)

„Little Women“ – ეს არის ამერიკელი მწერსლის, ლუიზა მეი ოლკოტის რომანის კიდევ ერთი ეკრანიზაცია, რომელიც ოთხი დის შესახებ მგვითხრობს.

წიგნი დაწერილია რეალურ ამბავზე და მკვლევარები მას ხშირად ავტობიოგრაფიულადაც კი განიხილავენ.

რომანი და შესაბამისად ფილმიც დღემდე აქტუალურ თემებს ეხმიანება, რადგან მასში თავმოყრილია ისტორიები ქალთა უფლებებისა და სამართლიანობის შესახებ.


Erin Brockovich (2000)

ეს ფილმიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული სასამართლო დავის შესახებ მოგვითხრობს.

ახალგაზრდა დედა, რომელიც ქმარმა მიატოვა და რომელსაც ყოველდღიურად უწევს ბრძოლა შვილების გამოსაკვებად, უეცრად თავს იურიდიულ ფირმაში ამოჰყოფს.

ის გადაწყვეტს მსხვილი კომპანიის მიერ დაზარალებული ადამიანების უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს სასამართლოში.

ერინს, რომლის როლსაც ლეგენდარული ჯულია რობერტსი თამაშობს, ეს საქმე ბოლომდე მიჰყავს. დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი იურისტია.


The Help (2011)

ფილმი 2011 წლის კომედიური დრამაა, რომელიც კეთრინ სტოკერის ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული.

სიუჟეტი შავკანიანი მოსამსახურეების ირგვლივ ვითარდება, რომელთა ყოველდღიურობასაც იმ დროინდელი, საზოგადოებაში ფევებგადგმული რასიზმი აუტანელს ხდის.

ქალები, რომლებიც ერთგულად მსახურობენ, ფარულ ქსელს ქმნიან და უსამართლობის შესახებ იწყებენ ჩანაწერების გაკეთებას. მათი ბრძოლის პარალელურად ადამიანების ნაწილი სწორ მხარეს ირჩევს, ნაწილი კი უარს ამბობს გამოსწორებაზე.

 


The First Wives Club (1996)

„The First Wives Club“ – 1996 წელს გადაღებული ამერიკული კომედიაა, რომელიც ყოფილი ცოლების უეცარ გაერთიანებას გვიჩვენებს უპასუხისმგებლო კაცების წინააღმდეგ.

ფილმის კომედიური ხასიათი, სასიამოვნო სიმსუბუქით გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა და დანგრეული მრავალწლიანი ურთიერთობებისა, მარტივადაა შესაძლებელი ყველაფრის დავიწყება და ცხოვრების თავიდან დაწყება.

 

Fried Green Tomatoes (1992)

ფილმი დაფუძნებულია ფენი ფლეგის გახმაურებულ რომანზე, რომელსაც ამერიკულ ლიტერატურაში დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სიუჟეტი ერთი პატარა კაფისა და მისი სტუმრების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც მეგობრობენ და ერთმანეთს ყოველდღიური პრობლემებისა და უსამართლობის გადალახვაში ეხმარებიან.


Mona Lisa Smile (2003)

ერთ-ერთი პატარა ქალაქის მცხოვრები გოგოების მთავარი საზრუნავი გამოპრანჭვა და რაც შეიძლება სწრაფად გათხოვებაა — ცხოვრების მთავარი პრინცის პოვნა მათი პირადი გამოწვევაა.

ამ იდილიას კი ქალაქში ჩამოსული ფემინისტი მასწავლებელი არღვევს, რომელიც მოსწავლეებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებების გაზიარებას ცდილობს.


Suffragette (2015)

ფილმი დიდ ბრიტანეთში, პირველი ფემინსიტური მოძრაობის ჩამოყალიბებასა და ქალთა უფლებებისთვის მათი შეუპოვარი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

ეს არის დრო, როცა ქალებს უწევთ უამრავ უსამართლობასთან, დამცირებასთან და შევიწროვებასთან შეგუება. თუმცა, ფილმიდან მალევე ვიგებთ, რომ მათ გეგმებში სულაც არ შედის, მთელი ცხოვრება დაჩაგრული ადამიანების პოზიციაში დარჩნენ.

 

Thelma and Louise (1991)

ფილმი ორი ქალის, ტელმასა და ლუიზას შესახებ მოგვითხრობს, რომელთა წინააღმდეგაც მოძალადე კაცის მკვლელობის გამო მთელი სმაყარო გაერთიანდა.

ლუიზა მოკლავს კაცს, რომელიც ტელმას გაუპატიურებას შეეცდება. მალვაში მყოფი ქალებისთვის კი ერთადერთი იმედი, მათი მეგობრობა და ერთმანეთის მიმართ ერთგულებაა.

 

Legally Blonde (2001)

ფილმი ქერათმიან ახალგაზრდა გოგოზე მოგვითხრობს, რომელმაც თავისი მიზანდასახულობით ყველანაირი სტერეოტიპის მსხვრევა გამოიწვია.

ულამაზეს ელ ვუდს მეგობარი ბიჭი მიატოვებს, რადგან მისთვის მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. ელი კი მასაც და სხვებსაც დაუმტკიცებს, რომ ვარდისფერ, საყვარელ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგოებიც ჭკვიანები არიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.