fbpx

“კვირის აფიშა – 5WS” – 9-16 მარტი


გააზიარე სტატია


მთელი კვირის საინტერესოდ გატარება, ტრადიციულად, AT.ge-ის დახმარებით შეგიძლიათ. 

გაეცანით ჩვენ მიერ შერჩეულ საყურადღებო და საინტერესო მოვლენებს ყოველ ორშაბათს. 

“კვირის აფიშა – 5WS” – თქვენი გზამკვლევი კვირის დასაგეგმად

 

ორშაბათი, 9 მარტი

Why? – კვირის დასაწყისი რომ განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ცნობილია. სწორედ ამიტომ, ვისაც ოსკაროსანი ფილმი  “პატარა ქალები”  ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად ეწვიეთ კინოთეატრ “ამირანს”, რომ სასიამოვნო ემოცია, რომელსაც ეს ფილმი დაგიტოვებთ, მთელი კვირის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი გახდეს.

 

სამშაბათი, 10 მარტი

When? – 19:00 საათზე წიგნის სახლი ბახტრიონზე გიმასპინძლებთ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ლექციაზე –  “ფრანც კაფკა – ძალაუფლების უხილავი სახე”. თუ კაფკა გიყვართ და ფილოსოფიური საუბრებისთვისაც მზად ხართ, ეს საუკეთესო არჩევანია სამშაბათი საღამოს დასაგეგმად. 

 

ოთხშაბათი, 11 მარტი

Who? – მიშა ჩარკვიანი სპექტაკლით  “დემონები”  თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით გაჯერებული პიესის  პირველ დადგმას გვთავაზობს, რომელზეც სამეფო უბნის თეატრი გეპატიჟებათ.

 

ხუთშაბათი, 12 მარტი

What?,,ინტრო”  დრამატული ცირკია, მუსიკალური შოუ, რომელიც კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის ხილვებია და მოძრაობის თეატრის სცენაზე კახა ბაკურაძის რეჟისურით ცოცხლდება. სპექტაკლი ჟანრობრივად  ბრეხტის თეატრის, საცირკო სანახაობის, მარიონეტებისა და თანამედროვე თეატრის სინთეზია.

 

პარასკევი, 13 მარტი

თუ გსურთ გადატვირთული კვირის პარასკევი საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ და თან ქველმოქმედებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ, “ზინგერში” ვახტანგ კახიძის კონცერტს დაესწარით. საღამოზე დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძის სიმღერები იქნება შესრულებული, შემოსული თანხა კი ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს მოხმარდება.

 

შაბათი, 14 მარტი

Where? მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განსაკუთრებული შაბათი ელით რაგბის ქომაგებს, რადგან აქ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტური –  საქართველო vs რუსეთი  გაიმართება. თამაში დასამახსოვრებელ და ემოციურ მოგონებად იქცევა ყველასთვის, ვინც სტადიონზე მივა და საქართველოს უგულშემატკივრებს, ამიტომ, გირჩევთ შაბათ საღამოს ყველაფერი გადადოთ და რაგბის ბოლო ტურს დაესწროთ.

 

კვირა, 15 მარტი

კვირას შეგიძლიათ ღია სივრცეს ეწვიოთ და ნახოთ დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლი  “გახეთქილი ყბა”,  რომელიც წარმოადგენს სისასტიკითა და სასოწარკვეთით სავსე გარემოს. “…კლუბების დარბევა, დემონსტრაციებსა და აქტივისტზე თავდასხმა 17 მაისს, პოლარიზებული საზოგადოება, არარსებული სოლიდარობა და ამ ყველაფრის ფონზე ცეკვა”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.